რეჟისორი გოგა ხაინდრავა (ის ერთადერთი იყო სვეტიცხოველში, უფლისწულ გიორგის ნათლობაზე, რომელიც ჩვილს ხელზე ემთხვია), აცხადებს, რომ მისთვის დიდი პატივი იყო უფლისწულის ნათლობის პროცესში მონაწილეობა.
ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ „დიდ პოლიტიკაში“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს პრეცენდენტი, რომ სამეფო გვარის მიმართ უკმაყოფილო მასის გამოსვლები არ ყოფილიყო და გამონაკლისი მხოლოდ საქარტველოა.
რეჟისორი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი მადლიერია ბაგრატიონების გვარის, „რადგან მათგან არაფერი ცუდი არ ახსენდება“.
გოგა ხაინდარავა თვლის, რომ ქართველი ხალხი ვერ ამოვიდა მონარქიის მენტალიტეტიდან:
„ქართველი ხალხი დღემდე ირჩევს მეფეს. ქართველი ხალხი არ ირჩევს პრეზიდენტებს, ირჩევს მეფეს და ამის მომსწრე მე ვარ პირადად. ოღონდ, ამ მეფეებს აქვთ სხვადასხვა სახელები და გვარები. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ართველ ხალხში ზის, ქართველი ხალხიდან არ ამოდის მონარქიის ტრადიცია და მენტალიტეტი“.
"ინტერპრესნიუსის" ფოტო.
მასალის გამოყენების პირობები






