"აქ მსხვილი მოთამაშის ხელი იგრძნობა, ასეთი კი, ისევ მხოლოდ ბანკებია, არ გამოვრიცხავ სპეკულაციურ მომენტს" - დავით ჭიჭინაძე ლარის გაუფასურებაში ბანკებს ადანაშაულებს
პოლიტიკა - 19:43, 27 Mar, 2020     621

პოლიტიკური მოძრაობა ''ტრიბუნას’’ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარი მიზეზი პანიკა და სპეკულაციებია.

ჭიჭინაძე სპეკულაციებში ბანკებს ადანაშაულებს. მისი თქმით, პანიკა ბანკებს ხელს აძლევს და მას სათავისოდ იყენებენ, ისევე, როგორც სავალუტო სპეკულაციებს, რადგან ლარი ერთ დღეს 30 პუნქტით გაიზარდოს და მეორე დღეს 20 პუნქტით დაეცეს ეს მხოლოდ მსხვილ მოთამაშეებს შეუძლიათ და ასეთი კი სწორედ ბანკები არიან.

„ პანიკა და სპეკულაცია!

ეს არის რაც დღეს ლართან მიმართებაში ხდება.

პანიკა - პირველ რიგში, ბანკებისთვისაა ხელსაყრელი, რადგან სწორედ მათ აქვთ წვდომა ფინანსებზე; სწორედ ბანკებს შეუძლიათ ამ ფინანსური რესურსების მართვის მეთოდით შექმნან თავიანთი ჭარბი მოგება და კიდევ უფრო გააღარიბონ ჩვენი მოსახლეობა.

სპეკულაცია - როგორ შეიძლება ლარის კურსი ერთ დღეს 30 პუნქტით გაიზარდოს და მეორე დღეს 20 პუნქტით დაეცეს?

აქ მსხვილი მოთამაშის ხელი იგრძნობა. ასეთი მსხვილი მოთამაშეები კი, ისევ მხოლოდ ბანკებია, ამიტომ არ გამოვრიცხავ სპეკულაციური მომენტს.

ფაქტია, რომ ასეთი დევალვაციის დროს, ყველა, ვისაც ანაბარი ლარში ჰქონდა, ცდილობს გამოიტანოს და იყიდოს, ამიტომ ვამბობ მერამდენედ!

ძალიან საინტერესოა, ვინ ყიდულობს და ვინ აჩენს ასეთ მოთხოვნას დოლარზე?!

ეროვნული ბანკი ამას არ გვეუბნება, არადა, ნებისმიერი გადამცვლელი პუნქტი იქნება, თუ ბანკი, ყველგან არის დეკლარაციის შევსების ვალდებულება, მათი აღწერა და გამოააშკარავებაა საჭირო, რაც არ ხდება.

რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში.

სახელმწიფო უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის სოციალური დაცვის პაკეტების შემუშავებას იწყებს - რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრაქტიკულად ვაღიარებთ, რომ ქვეყანაში გაღარიბება მოხდება, გვეყოლება ახალი ღარიბი ფენა...

პრინციპში, ამისკენ მივდივართ კიდეც, რადგან ძირითადად მოწყობილები ვიყავით ტურიზმზე და უცხოურ გზავნილებზე და ბალანსი ამით დგებოდა. ანუ, დაახლოებით 5 მილიარდ დოლარამდე ვღებულობდით ამ მიმართულებებიდან, რაც ჩვენი ეკონომიკის დაახლოებით 30 %-ია.

ეკონომიკის 70% მომსახურების სფეროზე მოდის - რესტორნები, სასტუმროები, კაფე-ბარები, ჰოსტელები... 3 თვის მერე ყველა ეს კომპანია კი, კიდევ უფრო გაზრდილი კრედიტებით გაიღვიძებს, იმიტომ, რომ სახელმწიფო მათ არანაირ ყურადღებას არ აქცევს და სესხის მხოლოდ გადავადებაში ეხმარება, რაც დღევანდელი მოდელით დამატებითი სესხების გაფორმებას ნიშნავს.

დოლარში აღებული სესხი კი, მითუმეტეს 3 თვის მერე, პრაქტიკულად დაუძლეველი იქნება, რადგან ადამიანებს ლარის ხელფასები აღუდგებათ თუ არა, ისიც არავინ იცის.“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42