“დილით ჩიტები ჭიკჭიკებენ ზუსტად ისე, როგორც შარშან ან შარშანწინ, მაგრამ ჩვენ არასდროს გვესმოდა მათი ხმა” – გიორგი კეკელიძე
სოც.მედია - 19:08, 27 Mar, 2020     1584

დილით ჩიტები ჭიკჭიკებენ ზუსტად ისე, როგორც შარშან ან შარშანწინ, მაგრამ ჩვენ არასდროს გვესმოდა მათი ხმა - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ რა მშვენიერია სამყარო და როცა მსოფლიოს განსაცდელი დაატყდა თავს, ადამიანებმა ხმოლოდ ახლა გაიაზრეს ეს.

“დილით ჩიტები ჭიკჭიკებენ ზუსტად ისე, როგორც შარშან ან შარშანწინ. ჩვენ არასდროს გვესმოდა მათი ხმა. ახლა – კი. რადგან ეს დრო – ჭიკჭიკის შემჩნევის დროცაა.
ადრე გაზაფხული დგებოდა სადღაც უკან – ჩვენ ზურგით ვიდექით და ერთმანეთს ვუყურებდით. თვალებში. და იქ მხოლოდ დირეს ვხედავდით. და ვაფურთხებდით. და ვაგინებდით. და დავცინოდით. მე იმას ვწუხვარ, რაც ზუსტად ვიცი. ხვალ ისევ მოვა გაზაფხული. ისევ იჭიკჭიკებენ ჩიტები. და ჩვენ ისევ ვერ შევამჩნევთ.
ის კი არა, ახლა ვნადირობთ ერთმანეთზე. ახლაც ვუსაფრდებით. ახლაც კი ვესვრით ტყვიებს. ეს ტყვიები ამ ჩიტებსაც ხვდება. ამ ჭიკჭიკსაც აყრუვებს, რაც, როგორც იქნა, საგანგებო მდუმარებაში, სუსტად მოგვესმა.სხვანაირად არ შეგვიძლია. სხვანაირად არ გამოგვდის. ჩვენში მხეცი მეტია, იყო და იქნება.ბოდიში ამ სევდიანი დილისპირულისთვის. ჩიტების ბრალია. #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze” – წერს გიორგი კეკელიძე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42