უხარისხო ტესტების სკანდალი: "პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რატომ დადეთ ხელშეკრულება არასანდო კომპანიასთან?!" - სამადაშვილი ტესტების შემოტანის საქმეში კერძო ინტერესებზე საუბრობს
პოლიტიკა - 17:23, 27 Mar, 2020     737
კორონავირუსის სწრაფი ტესტების სკანდალი და შეწყვეტილი კონტრაქტი ჩინურ კომპანიასთან - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს და ქვეყნის ტესტებით უზრუნველყოფის საკითხში პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.
სამადაშვილი აპირებს, რომ გამოიყენოს თავისი სადეპუტატო უფლებამოსილება და კითხვებით მიმართოს ჯანდაცვის მინისტრს თუ რატომ დაგვიანდა რეაგირება სწრაფ ტესტებზე და რა პრინციპით მოხდა კომპანიის შერჩევა რომელის პროდუქტითაც უნდა ცატარდეს ტესტირება.

"ჩვენ, როგორც მთავარი იპოზიციური ძალა, საკმაოდ ფრთხილად ვეკიდებოდით ხელისუფლების კრიტიკას და დღესაც იმ შეფასებებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვაკეთებთ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის წინაშე დგას გადაუდებელი აუცილებლობა, რომ გადაიჭრას ის პრობლემა, რასაც ჰქვია, მასიური ტესტირების ორგანიზება.

პანდემია, რომელიც თავს დაგვატყდა 1-დღეში არ მომხდარა, ხელისუფლებას უნდა ემუშავა მზადყოფნაში უნდა ყოფილიყო, იმისთვის, რომ მომზადებულიყო ყველა მიმართულებით.
დღეს პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ვდგავართ პანდემიის გავრცელების იმ ეტაპზე, როდესაც აუცილებელია მასიური ტესტირების უზრუნველყოფა, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო, რომელსაც ევალება ამ ყველაფრის უზრუნველყოფა, არ არის მზად ტესტირების ადმინისტრაციისთვის და მეტიც აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვერკვევით იმაში, ტესტები რომლებიც შეუკვეთეს არის ვარგისი თუ არა?!
აქ უკვე ჩვენ თავს ვეღარ შევიკავებთ კრიტიკული შეკითხვების დასმისგან, იმიტომ რომ ეს არის საგოდაოებრივი ინტერესი, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ პასუხი ამ კითხვაზე.
როდესაც ძალიან დიდი კოკურენციაა მსოფლიოში და ჩვენ გარკვეულწილად უპირატესობა გვქონდა იმ მხრივ, რომ პანდემია საქართველოში შედარებით გვიან დაიწყო, ჩვენ უნდა დაგვეჭირა თადარიგი, მოლაპარაკებები უნდა გვეწარმოებინა ყველა შესაბამის ქვეყანასა და კერძო კომპანიასთან, რომლებიც ტესტებს ამზადებს.
ჩვენ გვიჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი არ გაკეთდა დროულად და მიგვაჩნია, რომ ამაში პასუხისმგებელი არის სახელმწიფო.
მეორე კითხვა, რომელიც ამ ყველაფრის შემხედვარე გვიჩნდება, არის ის, რომ რატომ დაიდო ხელშეკრულება მომწოდებელთან, რომელმაც აღმოჩნდა, რომ არასანდო ტესტების პარტია შესთავაზა ხელისუფლებას.
გაურკვეველია რატომ ხდება შეთანხმება გუშინ შექმნილ სამედიცინო ლაბორატორიასთან ტესტების ჩატარებაზე, როცა ჩვენ გვესმის პრეტენზიები მათ შორის მაღალი რეპუტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებებისგან, რომ მათ არ ეძლევათ შესაძლობას ტესტირების ჩატარების" - ამბობს სალომე სამადაშვილი.


ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ტესტების შემოტანის საქმეში კერძო ინტერესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ვარაუდით სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა აქამდე ქვეყნის ტესტებით უზრუნველყოფა.


"დღეს მთავარი პრობლემა და მთავარი კითხვა არის - გააკეთა თუ არა სახელმწიფომ ყველაფერი იმისთვის, რომ არ აღმოვჩენილიყავით იმ მდგომარეობაში, როცა ჩვენ გვჭირდება მასიური ტესტირების ჩატარება და ამის უზრუნველყოფა ვერ ხდება.ჩვენ, შეკითხვით მივმართავთ კანდაცვის სამინისტროს დღეს, ოფიციალურად გავუგზავნით მთელ რიგ შეკითხვებს, რომელზეც პასუხი უნდა მივიღოთ ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ კონკრეტული კერძო ინტერესები იკვეთება და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამიტომ ვერ მოხდა სწრაფი ტესტებით ქვეყნის უზრუნველყოფა.

ჩვენ ვდგევართ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. წარმოიდგინეთ ტესტირება, რომელიც მოხდება არ იქნება სანდო. ეს ნიშნავს, რომ პანდემიის გავრცელება დაიწყოს სწრაფი ტეპით. ეს საკითხი ექვემდებარება მკაცრ კონტროლს, მაგრამ სახელმწიფო ამ მექანიზმებს უნდა იყენებდეს საზოგადოები ინტერესების გათვალისეინებით" - აცხადებს სალომე სამადაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42