მამაკაცმა არასრულწლოვანთანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა - საზარელი ფაქტი ბოლნისში
სამართალი - 15:49, 27 Mar, 2020     2382
გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მარნეულის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ი.კ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის ივლისში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ი.კ.-მ წინასწარი შეცნობით, თექვსმეტ წელს მიუღწეველ გოგონასთან, განახორციელა გარყვნილი ქმედება.

"სამართალდამცველებმა ი.კ. 2019 წლის 2 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

არასრულწლოვანი დაზარალებულისა და მოწმისთვის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. გამოძიების ეტაპზევე არასრულწლოვანი დაზარალებული NICHD პროტოკოლით დადგენილი წესით ფსიქოლოგის მიერ გამოიკითხა. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე კი, დაზარალებულის ადვოკატის ინტერესების გათვალისწინებით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, როგორც არასრულწლოვანი დაზარალებულის, ასევე არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა დისტანციურად, ფსიქოლოგის მონაწილეობით განხორციელდა. ზემოაღნიშნულმა უზრუნველყო არასრულწლოვანთა მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ი.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"- აცხადებენ პროკურატურაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42