COVID 19-თან საბრძოლველად საქართველოს ბანკი ჯანდაცვის სამინისტროს 20 000 ლაბორატორიულ ტესტს და სხვა სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:19, 27 Mar, 2020     1219

საქართველოს ბანკი COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების მიღებას აგრძელებს. იმისთვის რომ საერთო ძალებით წინ აღვუდგეთ პანდემიას, საქართველოს ბანკი ჯანდაცვის სამინისტროსთვის ამ ეტაპზე ყველაზე საჭირო სამედიცინო ნივთებს - ლაბორატორიულ ტესტს, სასუნთქ აპარატს, ხელთათმანსა და პირბადეს შეიძენს. 20 000 ლაბორატორიული ტესტი, 10 სასუნთქი აპარატი, 50 000 პირბადე და 60 000 ხელთათმანი ერთ კვირაში უკვე საქართველოში იქნება და ის ვირუსთან ბრძოლის ეფექტურად გასაგრძელებლად მთლიანად გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს.

“ახლა როცა ასე მნიშვნელოვანია ჩვენ საერთო მტერთან, ვირუსთან ბრძოლა, მიგვაჩნია რომ ყველამ ერთად, ჩვენი ერთობით უნდა ვიზრუნოთ პანდემიასთან გამკლავებისთვის. COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო ოდენობის დეფიციტური სამედიცინო აღჭურვილობის- სასუნთქი აპარატის, ხელთათმანის, პირბადის ქონა. ლაბორატორიული ტესტი მთავარი იარაღია პანდემიის წინააღმდეგ, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ვირუსთან ბრძოლაში. რაც მთავარია, უნდა დავიცვათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და მივცეთ ჩვენს მედიკოსებს შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი სამუშაო ისეთივე წარმატებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც მცირედი წვლილი მაინც შეაქვს ამ საქვეყნო საქმეში. დღეს განსაკუთრებით მეომრები და გმირები არიან ჩვენი ექიმები და ექთნები, რომლებსაც ჩვენ ყველა ერთხმად ვუჭერთ მხარს. მჯერა რომ ერთად საქართველოსთვის ყველაფერი შეგვიძლია!“, - განაცახდა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42