ჯანდაცვის სამინისტრო სკანდალში ეხვევა - მას შემდეგ რაც მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღიარა, რომ COVID 19-ზე სწრაფი ტესტების მომწოდებელ ჩინურ კომპანიასთან სახელმწიფომ კონტრაქტი გაწყვიტა, საეჭვო ხდება, რამდენად სანდოა ის 1000 ტესტი, რომელიც საქართველომ ჩინეთისგან შეიძინა და მისი გამოყენება ბოლნისსა და მარნეულში, წითელ ზონად გამოცხადებულ რეგიონში აქტიურად ხორციელდება.
არაერთი მცდელობის მიუხედავად დღეს, მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ არ უპასუხა კითხვას, ეკუთვნის თუ არა მარნეულსა და ბოლნისში ჩატანილი ტესტები საეჭვო რეპუტაციის კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-ს
ცნობისთვის, კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-ის მიერ დამზადებული ტესტები ესპანეთმა უკვე დაიწუნა.
დასავლური მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნული ტესტების სანდოობა მხოლოდ 30%-ია, რის გამოც ესპანეთმა პრუდქცია უკან დააბრუნა.
"ევრიპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნულ თემას დღეს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა, სადაც თქვა, რომ ტიკარაძის უწყება ვალდებულია დაასახელოს ტესტების შემომტანი ჩინური კომპანია, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და პანიკა ჩაწყნარდეს.
"ჩვენ ვართ იმ ტიპის კრიზისში, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის ღიაობასა და გამჭვირვალეობას, იმისთვის, რომ ნებისმიერი შიში ვარაუდი და მასზე დამყარებული პანიკა თავიდან ავირიდოთ.
საზოგადოებას სჭირდება ძალიან მკაფიო ინფორმაცია ყველა ტიპის ტესტზე, რა ტესტებს იყენებს ჯანდაცვის სამინისტრო. უწყება ვალდებულია თქვას, მარნეულში გაგზავნილი ტესტი რომელ კომპანიას ეკუთვნის და როგორია მისი ხარისხი"- აცხადებს ჭიაბერაშვილი.
როგორც აღვნიშნეთ, ჯანდაცვის მინისტრს დღეს მოუწია ეთქვა, რომ Shenzhen Bioeasy Technology-მ ტესტები, უხარისხობის გამო, უკან გაიწვია.
მისი მტკიცებით, შესაბამისად, საქართველო, დაგეგმილ 215 000 ტესტს აღარ შეიძენს.
"ეს კომპანია არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი როდუქცია თავად გაიწვია უკან, ყველა ბაზრიდან, სადაც ის იყო გაყიდული.
საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ჩვენ მათი ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გვაქვს. ასევე, გვინდა დაავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები - ნებისმიერი ტესტი, რომელიც შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, მოწმდება ლუგარის ლაბორატორიაში. ვაკვირდებით მათ სანდოობას და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მოქალაქეებში"- თავა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, საქართველოს Shenzhen Bioeasy Technology-სთვის თანხა არ გადაურიცხავს და თქვა, რომ ხელშეკრულება ანულირებულია.
ტიკარაძე ამბობს, რომ არის მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან, თუმცა რომელ კომპაბიასთან აწარმოებენ მოლაპარაკებას ეს მინისტრს არ დაუკონკრეტებია.
"ვმუშაობთ იგივე პრინციპით, გამოაგზავნიან პირველ 2 000 ტესტს. იმ შემთხვევაში, თუ მათი სანდოობა იქნება ჩვენი მხრიდან დამტკიცებული და მაღალი, ვიყიდით დამატებით ტესტებს"- განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეეხება ტესტებს, რომლებიც მარნეულში იქნა გამოყენებული, ტიკარაძის თქმით, ისინი PCR ტექნოლოგიაზე დამზადებული მაღალი ხარისხის პროდუქციაა, რომელიც სხვა კომპანიის მიერ არის დამზადებული.
კომოანიას არ ასახელებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც.
ოპოზიციისა და სკანდალური მოსაზრებების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის, კერძოდ სიჩუანის პროვინციის მიერ საქართველოს მთავრობისთვის საჩუქრად გადმოცემული 1000 ტესტი კომპანია Capital Bio Technology Corporation-ის მიერ იყო წარმოებული.
უწყების განმარტებით, იმ კომპანიის სახელწოდება კი, რომელთანაც საქართველოსა და ევროპის სხვა სახელმწიფოებმა ტესტების შემოტანაზე ხელშეკრულება გააუქმეს, არის BIOEASY.
„1000 ტესტი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ, კერძოდ სიჩუანის პროვინციამ, საჩუქრად გადასცა საქართველოს მთავრობას, წარმოებული იყო კომპანია Capital Bio Technology Corporation- ის მიერ. რაც შეეხება, კომპანიას, რომელთანაც საქართველომ და ევროპის სხვა სახელმწიფოებმა გაუკეთეს ანულირება ხელშეკრულებას და რომელმაც თავად გამოაგზავნა ოფიციალური ნოტა, რომ ტესტების ეს გარკვეული პარტია იყო წუნდებული, მისი სახელწოდებაა კომპანია BIOEASY.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან, ხელშეკრულება გაუქმებულია“, - აღნიშნავენ სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






