„საპატრულო პოლიციამ 15 ათასი ლარით დააჯარიმა "ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივა" , ორგანიზაცია, რომელიც დამცავ პაკეტებს არიგებდა ზუგდიდში.
სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომებიც გასაგებია და ჯარიმაც მისაღებია, მაგრამ კარგი იქნებოდა, ყველაფერი რომ ისევ და ისევ შერჩევით არ ხდებოდეს.
ბატონი კალაძეც არღვევს იგივე დეკრეტის იგივე ნორმას - შეკრებების ათკაციან ლიმიტს და საინტერესოა დააჯარიმებენ მერ კალაძეს, თუ არა?!“ -წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ ზუდგდიდში საქველმოქმდო აქციის ფარგლებში მოსახლეობისთვის ახალგაზრდა ლიდერებმა პირბადეები და კორონავირუსისგან დამცავი საშუალებები დაარიგეს, ადგილზე ხალხმრავლობის გამო, აქციის ორგანიზატორები საპატრულო პოლიციის მიერ 15 აასი ლარით იქნა დაჯარიმებული.
ქვეყანაში საგანგებო ვითარების ფონზე, როცა დამცავის საშუალებების დეფიციტია, საქველმოწმედო აქციაზე იმდენად დიდ იყო ხალხმრავლობა, რომ აქციის ორგანიზატორების მიერ შეუძლებელი გახდა მოქალაქეთა შორის დისტანციის დაცვა. აქციის ორგანიზატორების თქმით, წესების დაცვაში მათ საპატრულო პოლიცია არ დაეხმარა.
ზუგდიდის ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ენმ-ის ლიდეერი ნიკა მელია, სადაც მან განმარტა, რომ ხალხმრავლობის გამო არსებული რისკების გაანალიზების შემდეგ, პარტიის წევრების მხრიდან დამცავის საშუალებების დარიგების პროცესი მაშინვე შეწყდა.
მსგავსი ტიპის აქიცა ჩატარდა თბილისში, რომელსაც მერი კახა კალაძე სწრებოდა, სადაც დახურულ სივრცეში ასევე იყო შეკრეილიო 10ზე მეტი ადამიანი, რასაც სამართალდამცავების მხრინდა რეაგირება არ მოგყოლია.
„სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ აქცია 25 მარტს ფეისბუკზე დაანონსდა, სადაც მოსახლეობას მოუწოდეს მისულიყვნენ ზუგდიდის ბულვარში და წაეღოთ პირბადეები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და 10-ზე მეტი პირის შეკრება იკრძალება, დღეს, 26 მარტს, ასეთმა მოწოდებამ ზუგდიდის ბულვარში ხალხმრავლობა გამოიწვია.


მასალის გამოყენების პირობები






