''ყველაფერი მაქსიმალურად კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება იყოს დაცული''- მეშველიანი
პოლიტიკა - 14:56, 26 Mar, 2020     550

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის პერიმეტრი სრულად გადაკეტილია შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს მიერ. სასურსათო და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფა მიმდინარეობს გეგმიურად. სამედიცინო ჯგუფები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, შედიან ყველა ოჯახში და ამოწმებენ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას.


„გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური ტესტებით 13 ადამიანს აუღო ნაცხები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კომუნიკაციაში იყვნენ მარნეულში მცხოვრებ ქალბატონთან, რომელიც ერთ-ერთი პირველი იქნა გამოვლენილი. ამ 13 ადამიანიდან ერთზე ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა დადებითი პასუხი. ინფიცირებული გახლავთ ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი სიმპტომი არ გააჩნდა და რომ არა ეს გამოკვლევა, შეუძლებელი იქნებოდა ვირუსის არსებობის დადასტურება. თუმცა ეს ქალბატონიც და დანარჩენი 12-ნიც იყვნენ თვითიზოლაციაში და შეზღუდული ჰქონდათ კონტაქტი გარე სამყაროსთან და შესაბამის რეკომენდაციებს იცავდნენ. ეს ქაბატონი გადაყვანილ იქნა სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები ჩაუტარდება", - განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა.


გოგი მეშველიანის ინფორმაციით, მერიასთან შექმნილი სპეციალური ჯგუფი მუშაობს სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.


„გვაქვს ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იღებს მოქალაქეთა ზარებს და ხდება მყისიერი რეაგირება როგორც სოციალურ, ისე გადაადგილებასთან და სამედიცინო საჭიროებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი თვითმმართველობა მობილიზებულია ისევე, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები არიან მობილიზებულნი. ყველაფერი მაქსიმალურად კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება იყოს დაცული", - განაცხადა გოგი მეშველიანმა.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42