„თუ ეპიდვითარება უარესობისკენ შეიცვალა შესაძლოა დაგვჭირდეს მასიური იზოლაცია ან მასიურ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა" - ხუნდაძე
პოლიტიკა - 21:37, 25 Mar, 2020     1060
„შესაძლოა დაგვჭირდეს მასიური იზოლაცია ან მასიურ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა, თუ ეპიდ-ვითარება უარესობისკენ შეიცვალა და ასევე, ეს დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე“ - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ტვ „იმედის" ეთერში განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, ხელისუფლება მართავს პროცესს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ ვმართავთ პროცესს და პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ მოქალაქეობრივი პასიხისმგებლობაა ერთი ის, რომ შეასრულოს რეკომენდაციები და მეორე და ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა - რომ დავშალოთ სოციალური სიმჭიდროვე, ანუ არ იყოს მჭიდრო კონტაქტები" - განაცხადა ხუნდაძემ.

მისი განმარტებით დედაქალაქი განიტვირთა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ იმის გამო, რომ მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ოჯახებში არის დარჩენილი და გარეთ გამოსვლას ერიდება არამედ, იმიტომ, რომ უდიდესი ნაწილი რაიონებს დაუბრუნდა.

„ამას აქვს თავისი კარგი მხარე, მაგრამ შეიმჩნევა, რომ ე.წ. სოფლის ბირჟებზე სიმჭიდროვე გაიზარდა. ასევე, რაიონებში, სადაც არის მრავალბინიანი კორპუსები, შეინიშნება მოქალაქეების სიჭარბე. ეს, არის ხიფათის შემცველი. რეკომენდაციებს თუ არ ვასრულებთ, ვეთამაშებით ცეცხლს. თუ ჩვენ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, შესაძლოა მარნეულისა და ბოლნისის ვითარება მივიღოთ სადმე და მაშინ, საჭირო გახდება მასობრივი ღონისძიების ჩატარება. ჩვენ ორი მიმართულება გვაქვს, ერთი - დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ასევე, ვეცადოთ, რომ ეკონომიკამ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღოს, რომ არ განვითარდეს შეუქცევადი პროცესები. მე მჯერა, რომ ბოლოს, ჩვენ ვირუსთან გამარჯვებულები დავრჩებით, მაგრამ შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური მაჩვენებელი, რათა ცხოვრების რეჟიმი ნაკლები ზიანით, მაგრამ სწორად გავაგრძლოთ. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, მაგრამ მოქალაქის გასაკეთებელ საქმეს, რომ დაიცვან ჰიგიენის წესები და მოერიდონ ზედმეტ კონტაქტებს, ვერ გააკეთებს სხვა. ხსნა ამ ვითარებიდან და ზიანის შემცირების მთავარი რეკომენდაცია, საფუძველი და საშუალება, არის კონტაქტების შემცირება და სიმჭიდროვის გაშლა, ამიტომ მოქალაქეებს მხოლოდ ამაში ვთხოვთ დახმარებას.", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42