"1000 სწრაფი ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის, ვინაიდან, აქ არის მაღალი რისკი" - ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში სწრაფი ტესტები ჩაიტანა
პოლიტიკა - 19:59, 25 Mar, 2020     603

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტესტები მარნეულში ჩაიტანა. მინისტრის განცხადებით, ნაჩუქარი ტესტების პირველი პარტია მხოლოდ მარნეულისთვისაა განკუთვნილი

„როგორც იგეგმებოდა, ჩამოვიდა პირველი პარტია სწრაფი ტესტების. სწრაფი ტესტები გახლავთ ასევე იმ ტესტების მსგავსი, როგორც აქამდე კეთდებოდა საქართველოში, თუმცა მათი დრო ექვსი საათის ნაცვლად შემცირებულია საათნახევრამდე, რაც პირველი ეტაპისთვის მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო შემოკლებულ ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის. ყველა ტესტი ჩამოტანილი არის აქ, ადგილზე და ჩვენი სპეციალისტები გააგრძელებენ მუშაობას. ველოდებით კიდევ დამატებით რაოდენობებს.

ჩვენი ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად ადგილზე, უკვე დასქრინული არის 35 000 მოქალაქე.ეს არის დაახლოებით 8 000 -მდე ოჯახი, მათგან გამოვლინდა უკვე გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ახლა ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს დაკვირვება. სამომავლოდაც გაგრძელდება ასეთი მიზნობრივი შერჩევა ჯგუფების და გამოვლენილ ჯგუფებს ჩაუტარდებათ კონკრეტულად ტესტირება.

25-მდე ადამიანს ამ ეტაპისთვის დაუდგინდა გარკვეული ჩივილები და ამ ჩივილების შესაბამისად მათ ჩაუტარდებათ ტესტირება. 1000 ტესტია ამ ეტაპზე ჩამოტანილი. ველოდებით დამატებით 3000 ტესტს კვირის ბოლოს, შემდეგ 5000 ტესტს, საერთო ჯამში ჩვენ უკვე ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 200 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად ჩამოვა საქართველოში. 1000 ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის, ვინაიდან აქ არის მაღალი რისკი “ ,- განაცხადა ტიკარაძემ.


ფოტო: 1tv.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42