კორონავირუსთან დაკავშირებული მასალები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე გავრცელდა
პოლიტიკა - 17:15, 25 Mar, 2020     486

კორონავირუსთან დაკავშირებული მასალები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე უკვე გავრცელდა მარნეულის, ბოლნისის, რუსთავის, გარდაბანის, თეთრიწყაროს, წალკას, დმანისის, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძის, ადიგენის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფლებში გასავრცელებლად, აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი ფლაერები და პოსტერები დღეს მარნეულის ბლოკ-პოსტთან ჩაიტანა. მასალები სომხურად და აზერბაიჯანულად მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, წესებს, რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს. მხოლოდ დღეს, საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით დაიბეჭდა და დარიგდა აზერბაიჯანულენოვანი 32 000 ფლაერი და 1200 პოსტერი და სომხურენოვანი 16000 ფლაერი და 600 პოსტერი.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ასევე, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ინფორმაციის გავრცელება აქტიურად მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ყველა რეგიონში. დღეს ნინოწმინდაში გაიგზავნა სომხურენოვანი 16000 ფლაერი- და 600 პოსტერი.

„ამჟამად განმეორებით იბეჭდება ბროშურები/პოსტერები, რომელიც უახლოეს პერიოდში დამატებით მიეწოდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწობის საკითხებში საქართელოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა შესაძლო საშუალებებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. ითარგმნა ვიდეო-რგოლები. შეგახსენებთ, რომ გუშინ სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ქვემო ქართლის რწმუნებულს შოთა რეხვიაშვილს და მარნეულის მერს ზაურ დარგალს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასავრცელებლად მარნეულის ბლოკ-პოსტთან გადასცა 2000-2000 ეგზემპლარი სოხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთების „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების შესახებ. ასევე ჩვეულებრივი საგაზეთო გამოცემები კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და წესების შესახებ.

ინფორმაციისთვის, უკვე ამოქმედებულია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდის www.StopCoV.ge - ს აზერბაიჯანულენოვანი ვერსია და რამდენიმე დღეში საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც.“ - ნათვქმია უწყების განცხადებაში, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ფეისბუქის გვერდზე განათავსა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42