''ლისისა თუ კუს ტბაზე მოსეირნე ადამიანებისგან, შესაძლოა, მეტი საფრთხე შეიქმნას, ვიდრე ეკლესიებში მისული ადამიანებისგან’’- ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრის მრჩევლი სოზარ სუბარი, კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს. მისივე თქმით მიუხედავად დისტანციის დაცვისა ლისის ტბაზე მოყოფი ადამიანები უფრო საფრთხის შემცვლელნი არიან ვიდრე ეკლესიაში მყოფნი.
"წეღან ვუსმენდი კითხვას, რომელიც იყო დასმული ბატონი პაატა იმნაძის მიმართ, რომ გაცილებით მეტი საფრთხე შეიძლება, შეიქმნას იგივე, ვთქვათ, ლისის ტბაზე, კუს ტბაზე მოსეირნე ადამიანებისგან, რომლებმაც შეიძლება, ასევე არ დაიცვან სოციალური დისტანცირების მოთხოვნები და სადაც გაცილებით მეტი ადამიანი იყო, ვიდრე ათეულობით ეკლესიაში ერთად აღებული,"- თქვა სუბარმა.
სოზარ სუბარის განამრტებით, იგი აქტიურად ჩაერთო მიმდინარე სიტუაციაში გაესაუბრა გუბერნატორებს, თუ რა ხდება საქართველოს ეკლესიებში, რა პრევენციის ზომები ტარდება რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელების ზრდა.
"ეკლესიების აბსოლუტურ უმრავლესობაში დისტანცია იყო დაცული. უმრავლეს შემთხვევებში ადამიანები გარეთ, ეზოში იდგნენ. იყო რამდენიმე ეკლესია, სადაც დარღვეული იყო უსაფრთხოების ზომები, მაგრამ ახლა იმაზე რომ გავაკეთოთ აქცენტი, რომ კონკრეტულად ეკლესიებში და კონკრეტულად მორწმუნეები არღვევენ, ასე არ არის," - თქვა სუბარმა.
პრემიერმინისტრის მრჩევლის თქმით, გასული კვირა პირველი დღე იყო საგანგებო მდგომარეობისა და ახალი რეგულაციების, ხოლო მოსახლეობამ მკაცრად უნდა დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული რეკომენდაციები.
"სასულიერო პირებთან, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის, ისე კათოლიკური, სომხური, მუსლიმური თემის წარმომადგენლებთან მუდმივად გვაქვს კონტაქტი. მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული პრობლემა და ძალიან კარგად იციან, რომ წესები, რომლებსაც გვაძლევენ ჯანდაცვის ექსპერტები, უნდა დაიცვან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კვირას ვითარება მკვეთრად იქნება გამოსწორებული,"- ამბობს სოზარ სუბარი.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღესვე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმრავლესობაში საკვირაო წირვა ლოცვა აღევლინა, სადაც ეკლესიის მრევლმა ერთი კოვზით ზიარება მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






