უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს
პოლიტიკა - 14:15, 25 Mar, 2020     902

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო სქართველოს საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებელ სპეციალური ჩარტერული ფრენების განრიგს ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით: 26 მარტს შედგება რეისი: თბილისი - ვენა - თბილისი; 31 მარტს - თბილისი - ამსტერდამი - თბილისი; 3 აპრილს - თბილისი - ვარშავა - თბილისი; 7 აპრილს -თბილისი - ათენი - თბილისი, ხოლო 10 აპრილს - თბილისი - ლარნაკა - თბილისი.

მისივე განმარტებით ნებისმეირი ფრენის შემთხვევა 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

„მგზავრთნაკადის ორგანიზებული მართვის და მოქალაქეების საჭიროებაზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით აღნიშნული განრიგით გაგზავნილ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე. რაც შეეხება უახლოეს ორ ფრენას, ვენის და ამსტერდამის მიმართულებით. როგორც უკვე ცნობილია, კომპანია „აირზენას“ 22 მარტს ჰქონდა დაგეგმილი რეგულარული რეისი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გაუქმდა. შედეგად, ამჟამად ვენაში გვყავს გაუქმებული რეისის მგზავრები, რომელთა დიდი ნაწილი თავშესაფრით და საჭირო ნივთებით უზრუნველყო საქართველოს საელჩომ ავტრიაში. ანალოგიური ვითარება გვაქვს ავსტრიაში, სადაც კომპანიის მიერ 21 და 23 მარტს გაუქმდა რეისი. ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ ეს ადამიანები, დავაბრუნოთ სამშობლოში. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა არ არის მცირე და ორივე საჰაერო ხომალდი სრულად ივსება. მეტი გამჭვირვალობისთვის ჩვენი მოთხოვნით კომპანია მზად არის გამოაქვეყნოს დამატებითი დოკუმენტაცია.

რაც შეეხება დანარჩენ რეისებს, ბილეთები გაიყიდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე და გაიყიდება თავისუფალი რეჟიმით. სამგზავრო ბილეთის ფასი, ნებისმიერი კლასის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი უნდა იყოს მკაცრად დაცული. ყველა ჩამოსული მგზავრი დაექვემდებარება 2 კვირიან მკაცს კარანტინს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42