მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი, ქუთაისი ყოფილი მერი და ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს იმერეთის გჰუბერნატორი თემურ შაშიაშვილი „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ გუნდში ჩაიკეტა, რაც მას, საბოლოოდ, დაღუპავს. შაშიაშვილის თქმით, აბსურდია მოსაზრება, თითქოს მარგველაშვილი ივანიშვილის გარეშეც გაიმარჯვებდა:
„თუ ვინმეს სჯერა რომ ივანიშვილის გარეშე, პრეზიდენტად მარგველაშვილს აირჩევდნენ, მე ასეთ ადამიანებთან არ მაქვს საკამათო, დარჩნენ ამ აზრზე. მარგველაშვილს კი არ ვებრძვი.
მერწმუნეთ, ეს კაცი ძალიან მალე თავბედს დაიწყევლის, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ გაიმარჯვა მისი გუნდის გარეთ. სინამდვილეში მისი გუნდი გახდა უკვე ჭაობი, რომელიც ყოველგვარ პროგრესულს ირთავს.
სამწუხაროდ ბატონი პრემიერი ერთ გუნდში ჩაიკეტა და მას ეს დაღუპავს, როგორც დაღუპა თვის დროზე შევარდნაძე და სააკაშვილი, რომელიც ვერ იტანდა თუ ვინმე ფეხქვეშ არ ეგებოდა.
არ ეგებოდა ჟვანია და ვიცით სადაც არის... არ ეგებოდა ბურჯანაძე და ხედავთ, რა გაუკეთა! მახსოვს ერთხელ ნინომ მითხრა- დაღუპავს საქართველოს სააკაშვილი და შევარდნაძეს უთხრა, ნუ გააპრეზიდენტებთო...“, - ამბობს ინტერვიუში შაშიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






