ნინო ბურჯანაძე: ,,დღეს გადაუხდელობის გამო დენის და გაზის გამორთვა არის დანაშაული"
პოლიტიკა - 14:02, 25 Mar, 2020     757

,,ჩვენს ქვეყანაში ხალხი ისედაც ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ახლა ვითარება კიდევ უარესად გართულდა. ხელისუფლების მისამართით სოლიდარობა ერთია, მაგრამ, რასაც დღეს ლარის კურსთან მიმართებაში ჩვენ ვხედავთ, ამაზე მორატორიუმი ალბათ დანაშაულიც კია".- ასე ეხმაურება ,,პალიტრა- ნიუსის ეთერში ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ლარის კურსის ვარდნას.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ არანაკლები გამოწვევები აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც, ვინც საგანგებო პრევენციებს ატარებს ეკონომიკური თვალსაზრისით. ,,ლარის კურსის ასეთი კატასტროფული ვარდნა არაფერ კავშირშია მსოფლიოში არსებულ გლობალურ პრობლემასთან. რაც ლარს დაემართა, არცერთ ვალიუტას არ დამართნია.

ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ 40 მილიონი გამოიტანა ბაზარზე, მერე 60 მილიონი, მაგრამ ამან მხოლოდ დროებით და მცირედით გაამყარა ლარი. ანუ შედეგი ვერ მივიღეთ. მოსალოდნელია ლარი კიდევ უფრო დაეცეს, რაც შესაბამისად ფასების ზრდას გამოიწვევს. მაგალითისთვის მოვიყვან დიდ ბრიტანეთს, რომელსაც უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოვიდა ბრიტანეთის მთავრობა და გამოაცხადა, რომ ყველა იმ მოქალაქისთვის ვინც ხელფასის გარეშე დარჩა, განურჩევლად კერძო სექტორისა თუ სახელმწიფო ორგანიზაციაში მომუშავისა, ყველას ხელფასის 80% აუნაზღაურებს. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია ჩვენი ეკონომიკა დიდი ბრიტანეთისას შევადარო, მაგრამ მხოლოდ ბრიტანეთი არ არის ვინც საგანგებო პრევენციებს მიმართავს ეკონომიკური თვალსაზრისით. გამოდიან მთავრობები და აცხადებენ, რომ ყველანაირი სამთავრობო ხარჯებიდან ამცირებენ არააუცილებრლ ხარჯებს და ანაწილებენ ბიუჯეტს.

რას ვაკეთებთ ჩვენ? რას ეუბნება ჩვენი ხელისუფლება სახლში დარჩენილ ოჯახებს, რომლებიც ყოველდღიური არსებობისთვის იბრძვიან? რამდენიმე დღის წინ მე საგანგებოდ მივმართე ხელისუფლებას, რომ ხალხს კომუნალური გადასახადები გადაუადდეს. ამ დროს გამოდის ერთერთი კომპანია და აცხადებს, რომ გადაუხდელობის გამო აბონენტებს გაზს ჩაუჭრის. ეს არ არის ნორმალური და სასწრაფოდ უნდა გააკეთოს მთავრობამ ამაზე რეაგირება. დღეს, სახლში დარჩენილი ოჯახებისთვის, დენის და გაზის გათიშვა დანაშაულია. იმედი მაქვს ხელისუფლებას, იმედის მომცემი რეაქცია ექნება."- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ,,პალიტრა ნიუსის" ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42