უცხოეთიდან საქრთველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად 26 და 31 მარტს ფრენები განხორციელდება, დაბრუნებული მოქალაქეები სავალდებულო საკარანტინო რეჟიმს დაექვემდებარებიან
პოლიტიკა - 13:11, 25 Mar, 2020     794

26 და 31 მარტს უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ფრენები შესრულდება - საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით ჩარტერულ რეისების ბილეთებზე ინფორმაცია ფრენამდე რამდენიმე დღეში ხელმისაწვდომი გახდება.

მინისტრის განმარტებით, ასევე რამდენიმე დღის წინ განხორციელებული რესიებით დაახლოებთ 300 მდე მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. დაბრუნებული მოქალაქეები კი საკარანტინო რეჟიმს დაემქვედებარნენ.

„უკვე განხორციელდა ორი ფრენა - 23 მარტს: თბილისი-ბერლინი-ბათუმის მიმართულებით და 24 მარტს: ათენი- თბილისი-ათენის მიმართულებით, რომელიც შეასრულა „ეგეოისის ავიახაზებმა“ და ამ ორი რეისით საქართველოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე. რაც შეეხება შემდეგ განრიგს, ასეთია : 26 მარტს შესრულდება რეისი: თბილისი-ვენა-თბილისის მიმარულებით, 31 მარტს: თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით, 3 აპრილს: თბილისი- ვარშავა-თბილისის მიმართულებით, 7 აპრილს: თბილისი-ათენი-თბილისი, 10 აპრილს: ლარნაკა-თბილისის მიმართულებით.

მგზავრთა ნაკადის ორგანიზებული მართვის და მოქალაქეების საჭიროებაზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ზემოთმოცემული განრიგით განსაზღვრულ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინსიტრამ ასევე განრმატა ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით გაუქმებულ ფრენებზე, აღნიშნული ფრენები კი 26 და 31 მარტს შესრულდება. გაუქმებული რეისის მგზავრებს კი საქართველოს საელჩომ როგორც პირველადი, ასევე თავშესაფრით დახმარება გაუწია. საქართველოში ჩდაბრუნებული ყველა მგზავრი კი დაექვემდებარება 14-დღიან სავალდებულო საკარანტინო რეჟიმს

„რაც შეეხება უახლოეს ორ ფრენას ვენის და ამსტერდამის მიმართულებით, რომელიც უნდა შესრულდეს 26 მარტს და 31 მარტს, როგორც უკვე ცნობილია კომპანია „აირზენას“ თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით 22 მარტს ჰქონდა დაგეგმილი რეგულარული რეისი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების გამო, გაუქმდა. შედეგად, ჩვენ ამჟამად ვენაში გვყავს გაუქმებული რეისის მგზავრები, რომელთა დიდი ნაწილიც თავშესაფრით და პირველადი საჭიროების პროდუქტებთ უზრუნველყო საქართველოს საელჩომ ავსტრიის რესპუბლიკაში. ანალოგიური ვითარებაა ამსტერდამში, სადაც კომპანიის მიერ 21 და 23 მარტს დაგეგმილ და შემდეგ გაუქმებულ რეისებზე გაყიდული ბილეთების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებიც საელჩოს დახმარებით უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების პროდუქტებით. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დროებით არიან განთავსებული სხვადასხვა ადგილას, მხედველობაში მაქვს ვენა და ამსტერდამი, დავაბრუნოთ სამშობლოში. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა არ არის მცირე და ორივე საჰაერო ხომალდი სრულად ივსება. მეტი სანდოობისთვის, კომპანია მზადააა გამოაქვეყნოს შესაბამისი დამატებითი დოკუმენტაცია“, - აღნიშნა მინისტრმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42