ზომბების კოსტიუმებში გადაცმულმა შეიარაღებულმა მძარცველებმა, ჰელოუინის დღესასწაულზე,მეხიკოში აიუველირო მაღაზიაზე თავდასხმა მოაწყვეს, -იუწყება Associated Press.
პოლიციის მონაცემებით, ძარცვა შაბათ საღამოს, 2 ნოემბერს, სავაჭრო ცენტრში მოეწყო. პისტოლეტებითა და თოფებით შეიარაღებული მძარცველები შენობაში სევარდნენ და მაღაზიის მომსახურეებს წრე შემოარტყეს, რის შემდეგაც, ჩაქუჩებით ჩაამტვრიეს ვიტრინები და 76,5 ათასი დოლარის ღირებულების საიუველირო მოსართავები წაიღეს.
პოლიციის ცნობით, უიარაღო მცველებმა, შემთხვევის ადგილას მისულებმა, ვერ შეძლეს მძარცველების დაკავება.

ბოროტმოქმედები ხშირად იყენებენ კოსტიუმირებულ დღესასწაულს თავისი მიზნების განსახორციელებლად. ამა წლის 31 ოქტომბერს, მონრეალის აეროპორტში დააკავეს ქალი, რომელიც კოკაინის გადატანას გოგრით ცდილობდა. გოგრა ჰელოუინის ერთერთი გავრცელებული სიმბოლოა.
მასალის გამოყენების პირობები






