"ბატონო თენგიზ, თქვენ მიერ წაკითხული განცხადება არის ტყუილი, არასოდეს მითქვამს, რომ მოხუცების სიკვდილი კარგია" - ნოდარ რუხაძე თენგიზ ცერცვაძეს მიმართავს
სოც.მედია - 23:52, 24 Mar, 2020     3239

ხელისუფლების მიერ დაფინანსებული “ფეიქ” ამბავი მოძრაობა “სირცხვილიას” წევრ, ნოდარ რუხაძის წინააღმდეგ და თენგიზ ცერცვაძის კომენტარი, შალვა რამიშვილის გადაცემაში - აღნიშნულ საკითხს, ნოდარ რუხაძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება.


"სოციალურ ქსელში თქვენ მიერ წაკითხული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე გლობალური პანდემია დადებით მოვლენად მიმაჩნია, არის ტყუილი" - წერს რუხაძე და აცხადებს, რომ არასოდეს უთქვამს, რომ მოხუცების სიკვდილი კარგია.


"ბატონო თენგიზ, უდიდესი პატივისცემა მაქვს იმ ფასდაუდებელი საქმისადმი, რასაც თქვენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აკეთებთ.

გავიფიქრე პირადად დაგკავშირებოდით, მაგრამ არ მინდა ძვირფასი დრო წაგართვათ, ამიტომაც გადავწყვიტე აქ დამეწერა:

იმედი მაქვს, ძალიან მალე, როდესაც ყველაფერი ადამიანებისა გამარჯვებით დასრულდება, დრო გექნებათ და ჩემს პოსტს წაიკითხავთ.

სოციალურ ქსელში თქვენ მიერ წაკითხული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე გლობალური პანდემია დადებით მოვლენად მიმაჩნია, არის ტყუილი.

არასოდეს მითქვამს, რომ მოხუცების სიკვდილი კარგია. ჩვენი ქვეყნის ტრაგედია არ მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ბებიები და საუკეთესო ბაბუა. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მეტად მე არაფერს ვუფრთხილდები.

არსებობს დიდ ეჭვი, რომ ადამიანი, რომლის ეთერშიც თქვენ ბრძანდებოდით, თავად არის იმ ორგანიზაციის შემქმნელი და ხელმძღვანელი, რომელიც მსგავს ყალბ ამბებს ავრცელებს.

ბიძნური დეზინფორმაცია მიზნად ისახავს ჩვენ შესახებ არასწორი და მცდარი წარმოდგენების შექმნას, რაც, ზოგჯერ, უნდა ვაღიარო, გამოსდით. ზემოხსენებული “ჟურნალისტი” არც თქვენს პიროვნებას სცემს პატივს. მიუხედავად იმისა, რომ მან ზუსტად იცის ამ ამბის სიყალბის შესახებ, ის არ შეეცადა არაფრის გამოსწორებას.

ბატონო თენგიზ, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში გამოცდილმა, თქვენ საუკეთესოდ იცით, თუ რამდენად დიდი ძალა შეიძლება ჰქონდეს დეზინფორმაციას.

კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ამ პოსტის დაწერა მხოლოდ თქვენ მიმართ არსებულმა დიდმა ნდობამ და პატივისცემამ მაიძულა.

თქვენი დიდი იმედი მაქვს.

მადლობა" - წერს ნოდარ რუხაძე.

ცნობისთვის, ერთ-ერთმა ყალბმა გერდმა „სირცხვილის კორიდორი“ გაავრცელა ციტატა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კორონავირუსი ცუდი არ არის, რადგან იგი მოხუცებს ემართებათ და ამით მოხდება თაობათა ცვლა. გვერდმა აღნიშნული ფრაზა, სამოქალაქო აქტივისტ ნოდარ რუხაძეს მიაწერა.

სწორედ აღნიშნული ციტატაზე ისაუბრა თენგიზ ცერცვაძემ შალვა რამიშვილის გადაცემაში და თქვა, რომ ზუსტად რუხაძისნაირი ახალგარდები ამბობენ ასეთ საშინელ რაღაცეებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42