საკითხს ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე, გამოეხმაურა. კვესიტაძემ შალვა რამიშვილი გააკრიტიკა და მას ხელისუფლების ბინძური პროპაგანდისტი უწოდა. მან თენგიზ ცერცვაძესაც მიმართა და განაცხადა, რომ იგი მწარედ მოატყუეს.„მინდა ჩემი აღშფოთება გაგიზიაროთ, ეს ეხება post v-ს ეთერში, შალვა რამიშვილის გადაცემა.ეს არის უსირცხვილო ნაძირალა ადამიანი. მისი და კოკა ყანდიაშვილის ბოტები , იცლიან ამ მძიმე ვითარებაში და სხვადასხვა ყალბ ციტატებს მიაწერენ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ამ სიტუაციაში ჯერ გიგა ბოკერიას მიაწერეს ციტატა ამირან გამყრელიძეზე, თითქოს მან ცუდად მოიხსენია ეს ადამიანი, ასევე ზურაბ ჭიაბერაშვილს და ამ საქმეში გარიერ ახალგაზრდები მოძრაობიდან „სირცხვილია“ . ერთ-ერთი ასეთი იყო ნოდარ რუხაძე, რომელსაც მიაწერეს ასეთი ფრაზა, რომ კორონავირუსი თ მხოლოდ მოხუცები დაიღუპებიან და, რომ ეს არ არის პრობლემა. ეს ფრაზა გამოაქვეყნა გვერდმა „სირცხვილიას კორიდორი „ ეს არის ყალბი გვერდი და დიდი ალბათობით მის უკან დგანან რამიშვილი და კოკა ყანდიაშვილი.
დღეს , მოხდა ასეთი რამ. ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი ბატონი თენგის ცერცვაძე, გახლდათ გადაცემაში და ასეთი ციტატა გამოიყენა და განაცხადა, რომ სწორედ ასეთი აალგაზრდები ამბობენ საშინელ რაღაცეებსო „ამ ახალგაზრდამ დაწერა ის, რომ კორონავირუსი არ არის ცუდი მოვლენა, ის ტაობათა ცვლას შეუწყობს ხელსო“ .
ბატონო თენგიზ მინდა გითხრათ, რომ თქვენც მწარედ მოგატყუეს, იმიტომ რომ მსგავსი რამ ნდარ რუხაძეს არ უთქვამს , პირიქით მან დაწერა სტატუსი, რომ მოხუცი ბებია ჰყავს და იმდენად უფრთხილდება მის ჯანმრთელობას, რომ სახლიდან უიშვიათეს შემთხვევაში გამოდის. ვწუხვარ, რომ ამ სიყალბემ თქვენამდე მოაღწია და თქვენ ეს დაიჯერეთ, მაგრამ ჩვენი მძიმე კრიტიკის ობიექტი თქვენ არ ხართ . ძალიან უჭირთ ადამიანებს ყალბი გვერდების და ნამდვილი ამბების გარჩევა, ეს არის ძალიან მძიმე რეალობა დღეს საქართველოში და ეს რეალობა შექმნა ხელისუფლებამ მისმიერ დაფინანსებული ბოტების ქარხნით. ეს არის სრულიად ამაზრზენი, როდესაც ჩვენი ქვეყანა უდიდესი განსაცდელის წინაშე დგას, ბიძინა ივანიშვილი არის ბუჩქებში დამალული. მას ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, რომ ადამიანები დაამშვიდოს, მაგრამ მოიცალა იმისათვის, რომ ხეები გადაზიდოს და იქ მომუშავე ადამიანებს არანაირი ეკიპირება არ ჰქონდეს.
იმას რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს ამგვარი დეზინფორმაციის საშუალებით, არის დანაშაული. მე წარმომიდგენია რუხაძის მისამართით რამდენი წერილი. არეთ რომ გამოვიდოდეს რამდენი ადამიანი გაუსწორდებოდა მას ფიზიკურად. ამიტომ ძალიან გთხოვთ პატივცემულ ადამიანებს ფრთხილად იყავით, როდესაც ამგვარ ინფორმაციას ავრცელებთ თქვე შეიძლება გახდეთ მიზეზი ადამიანის სოციალური სიკვდილი.
ძალიან მძიმეა რაც მოვისმინეთ , ეს წარმოაჩენს იმ ხელისუფლების და ამ ხალხის სახეს, განსაკუთრებით კი შალვა რამიშვილის სახეს, რომელიც ამ ხელისუფლების ბინძური პრობაკანდისტიაა და ძალიან სამწუხაროდ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები მის გადაცემას ძალიან ხშირად სტუმრობენ“ - აღნიშნა კვსიტაძემ.
ცნობისთვის, ერთ-ერთმა ყალბმა გერდმა „სირცხვილის კორიდორი“ გაავრცელა ციტატა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კორონავირუსი ცუდი არ არის, რადგან იგი მოხუცებს ემართებათ და ამით მოხდება თაობათა ცვლა. გვერდმა აღნიშნული ფრაზა, სამოქალაქო აქტივისტ ნოდარ რუხაძეს მიაწერა.
სწორედ აღნიშნული ციტატაზე ისაუბრა თენგიზ ცერცვაძემ შალვა რამიშვილის გადაცემაში და თქვა, რომ ზუსტად რუხაძისნაირი ახალგარდები ამბობენ ასეთ საშინელ რაღაცეებს.
მასალის გამოყენების პირობები






