ბრძოლა კორონავირუსთან: ეკონომიკის სამინიტრო ონლაინ ჰაკათონს იწყებს
პოლიტიკა - 20:46, 24 Mar, 2020     520
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში ახალ ონლაინ ჰაკათონს იწყებს.

როგორც ჰაკათონის ონლაინ პრეზენტაციაზე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ჰაკათონის მიზანია ახალი გამოწვევების შესაბამისად შეიქმნას ციფრული პროდუქტის პროტოტიპი, რომელიც ვირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.

"დღეს მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო დავდექით გლობალური გამოწვევის - კორონავირუსის წინაშე, რომელმაც მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადაგვიყვანა. მინდა მივმართო კრეატიულ ადამიანებს, რომ დაგვეხმაროთ თქვენი იდეებით, რომ ერთად, კრეატიულობით იდეებით გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. მოგმართავთ ყველას, ვისაც გაქვთ ინოვაციური იდეები და მოსაზრებები, თუ როგორ დავუპირისპირდეთ ამ გამოწვევას, როგორ დავეხმაროთ ადამიანებს, რომ დარჩნენ სახლში და თვითიზოლაციისა თუ კარანტინის პერიოდი ზედმეტი დისკომფორტის გარეშე გაიარონ. როგორ დავეხმაროთ მათ, რომ დისტანციურ რეჟიმში იმუშაონ ან მიიღონ განათლება ონლაინ რეჟიმში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მსურველებს აპლიკაციების შევსება უკვე დღეიდან შეუძლიათ.

ონლაინ ჰაკათონი Covid 19 - ის წინააღმდეგ სტარტს 2020 წლის 3 აპრილს აიღებს.

ჰაკათონის მონაწილე გუნდებს საშუალება ექნებათ 72 საათის განმავლობაში, მენტორების დახმარებით, იმუშაონ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა: ონლაინ მედიცინა, სურსათით მომარაგება, დისტანციური განათლება, დაავადების მონიტორინგი და სხვა.

„პირველი ონლაინ ჰაკათონის საპრიზო ფონდი 20 000 ლარია, ხოლო გამარჯვებული გუნდი 2020 წლის 5 აპრილს ონლაინ პრეზენტაციების შემდგომ გამოვლინდება.

ონლაინ ჰაკათონში მონაწილეობისათვის გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2WBKvTQ. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42