კორონავირუსის საფრთხე და საგანგებო მდგომარეობა საქართველოში - შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბოლნისში საკარანტინე ზონის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დისტანცია ყველამ უნდა დაიცვას. მისი განმარტებით ამ შემთხვევაში გამონაკლის შემთხვევებში არ შედის ეკლესიები.
„10-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება, ეს იქნება ქელეხი, ქორწილი თუ დაბადების დღე. ასევე ეს აკრძალვა ეხება გარეთ დგომას, მანიფესტაციებს. აუცილებელია ეს თემა ავუხსნათ ადამიანებს, არ შეიძლება პირველივე დღეს მიხვიდე და ჯარიმა დაუწესო, პირველი ჯარიმა არის 3 000 ლარი, ეს არ არის მხოლოდ 10 კაცის შეკრებაზე, ეს ხორციელდება კარანტინის დატოვებაზეც. დაიბეჭდება ფლაერები აზერბაიჯანულ, სომხურ ენაზე, რუსულად და ქართულად, რომ ყველა ადამიანმა წაიკითხოს, გაიგოს და იცოდეს, რით ისჯება მისი საქციელი. განმეორებით დარღვევაზე არის სისხლის სამართლის საქმე“, - აღნიშნა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






