მინისტრი მარნეულში გუშინ მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა და მას სამარცხვინო უწოდა.
საუბარია მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მომხდარ ფაქტზე, რომლის დროსაც ახალგაზრდების ჯგუფი სამართალდამცავებს დაუპირისპირდა.
გომელაურის თქმით, მარნეული იქნება თუ სხვა რომელიმე ტერიტორია, მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს.
„ის ინციდენტი, რაც გუშინ მოხდა, ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო. მძიმეა ნამდვილად საუბარი. ადამიანებს, რომლებიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ღამის ორ საათზე ადგნენ, ჩატვირთეს ეს კარვები, რომ რომ გაჭირვებოდა მარნეულის მოსახლეობას დახმარებოდნენ, მთელი ღამე იმუშავეს, დილით მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გავშალეთ, ბატონო მინისტრო, დავალაგეთ ყველაფერი, საწოლები 100 კაცზე, შემდეგ რაც მოხდა კი იცით, შეურაცხყოფგა მიაყენეს, ხელით შეეხნენ. დავაკავეთ ორი პიროვნება, კიდევ ვმუშაობთ.
მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ მარნეული იქნება, თბილისი, თელავი, ზუგდიდი, თუ ბათუმი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება შსს-ს თანამშრომელი, თავდაცვის, ექიმი, თუ უსაფრთხოების სამსახურის, ყველა უმაღლესი სიმკაცრით დაისჯება“ ,- აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, გუშინ პოლიციამ მარნეულში წინააღმდეგობის გაწევისთვის ორი ადამიანი დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები






