„მას შემდეგ რაც ქვეყანაში შეიქმნა საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ არის დრო ქვეყაში პოლიტიკური კინკლაობის, და არ არის დრო, ხელისუფლებას ვესაუბროთ ჩასაფრებული პოზიციიდან.
დღესაც ვადასტურებთ, რომ მზად ვართ თანამშრომნლობისთვის, რადგან ერთადერთი რეცეპტი კორონავირუსის დამარცხების არის ჩვენს ერთიანობასა და სოლიდარობაში. მაგრამ არსებობს ფაქტები, რომელსაც ამ ვითარებაში რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ.
დღეს ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქარიატაში ამზადებენ 4 ხეს, რომელიც უნდა გადაიტანონ შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში. ეს არის დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე. დღეს, როდესაც ათიათასობით ჩვენი თანამოქმალქე დარჩა უმუშევარი და შემოსავალი აღარ გააჩნიათ და ფიქრობენ ხვალ პური როგორ იყიდონ, ამ ფონზე მილიონების ხარჯვა საკუთარი კაპრიზის დასაკმაყოფილებლად არის დანაშაული. ბიძინა ივანიშვილი ვერ იგრძნობს საკუთარ თავზე ფინანსურ კრიზს და მის ოჯახს საფრთხე ამ მხრივ არ ემუქრება, მაგრამ არსებობს დანარჩენი საქართველო, რომელიც დღეს დგას შიმშილის ზვღვარზე.
ხელიუფლებამ როცა გამოაცხადა საგანგებო მდგომაროება, ჩვენ მხარი დავუჭირეთ და დღესაც დავუჭერთ მხარს ყველა გამკაცრებულ ზომებს, რომელიც იქნება მიმართული კორონავირუსის წინააღმდეგ. მაგრამ კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი და არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იყოს გამონაკლისი და საკუთარი ახირებების გამო მილიონებს ფლანგავდეს.
როცა თქვენ, ხელისუფლების წამრომადგნელები ამბობთ, რომ კანონი უნდა დაიცვას ყველამ და როცა გამოდიხართ და ბიზნესმენებს ეუბნებით, რომ თუ საჭირო გახდება ხელისუფლება შეზღუდავას მათ საქმიანობას, კეთილი ინებეთ და თქვენს ხელმძავენლსაც უთხარით, რომ კანონით შეიზღუდება მისი საქმიანობა, რომელიც ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული და კეთილი ინებეთ და გაუბედეთ ივანიშვილის, რომ უნდა დაემორჩილოს კანონს.“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.ა
მასალის გამოყენების პირობები






