ლევან დავითაშვილი: „ჩვენ ვმუშაობთ კოორდინირებულად, რომ საკარანტინო ზონების მომარაგება ორგანიზებულად და შეუფერხებლად მოხდეს”
პოლიტიკა - 15:50, 24 Mar, 2020     587

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ვირუსის გავრცელების უსაფრთხოების მიზნით, საკარანტინო ზონებში, სურსათის ოპერატორებისათვის რეგულაციებისა და წესების ამოქმედებაზე.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, სურსათის მიწოდება განსაკუთრებულ რეჟიმში ხორციელდება. დაავადების გავრცელების პრევენციის და უსაფრთხოების მიზნით, საკარანტინო ზონაში სურსათის ოპერატორებისთვის დამატებითი რეგულაციები და წესები მოქმედებს.

მნიშვნელოვანია, საკარანტინო ზონაში არ შეიქმნას სურსათის და პირველადი საჭიროების ყველა სხვა პროდუქტის მიწოდებაში შეფერხება და დეფიციტი; ეს ასევე ეხება მედიკამენტებს, საწვავს, საფინანსო სერვისებს.

ჩვენ გვაქვს სრული კოორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ ყველა უწყებასთან იმისათვის, რომ რეგიონში საჭირო პროდუქტების შეტანა ორგანიზებულად და შეუფერხებლად მოხდეს.

აღნიშნულ ვითარებაში უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მძღოლების ეკიპირება, რომლებიც საკარანტინო ზონაში სპეციალური ხსნარებით დამუშავებული მანქანებით იმოძრავებენ. აღნიშნული საკითხი შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და დაავადების გავრცელების რისკის თავიდან აცილებას ემსახურება.

ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში სხვადასხვა მიმართულების კოორდინაციისთვის სპეციალური შტაბი არსებობს. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან. ყველა მიმართულებამ, რომელზეც პასუხისმგებლობა გვაკისრია შეფერხების გარეშე უნდა იმუშაოს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42