COVID 19: მეუფე ზენონი ბრიტანეთის ეპარქიაში ღვთისმსახურებას დროებით აჩერებს: „შეავედრეთ უფალს სამყაროს ხსნა სახლიდან ლოცვით“
პოლიტიკა - 11:34, 24 Mar, 2020     666
კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის გამო დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ემორჩილება დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია და ღვთისმსახურებას დროებით სწყვეტს. ამის შესახემ სოციალურ ქსელში მრევლისადმი მოწოდებას მეუფე ზენონი ავრცელებს:

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დიოცეზს

უფლის მიერ დაბადებულო,

ჩემს სიმდაბლეს რწმუნებულო სამწყსოვ,

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის წმინდა დიოცეზის სულიერო შვილებო,

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო,

სიყვარულისა და სიმტკიცის დიდი მოძღვარი, მოციქული პავლე ამბობს: „სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეძლოთ ატანა“

(1კორ. 10,13).

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის რესპუბლიკაში დაწესებული სახელმწიფო შეზღუდვებისა და შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც უკავშირდება მსოფლიო პანდემიად გამოცხადებულ კორონავირუსს (COVID-19), 21 მარტიდან დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დიოცეზში შემავალ სამრევლო ტაძრებში, მსგავსად აქ წარმოდგენილი სხვა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიებისა, დროებით შეჩერებულია საჯარო ღმრთისმსახურებები. დიდი მარხვის ტიპიკონით გათვალისწინებული მსახურება აღესრულება მხოლოდ სამრევლო ტაძრების მღვდელმსახურთა მიერ.

შექმნილ მძიმე ვითარებაში, ქრისტიანებს გვმართებს დავემორჩილოთ ადგილობრივ უწყებებეს, რომლებიც ზრუნავენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. შესაბამისად, პასუხისმგებლობითა და გულისყურით მოვეკიდეთ ყველა საჭირო რეკომენდაციას. ვისთვისაც ეს შესაძლებელია, დარჩით სახლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული პანდემიის სწრაფად გავრცელების საფრთხე. ყოველი თქვენი ქმედება სიყვარულით უნდა იყოს ნასაზრდოები, ამიტომ კვლავ მოყვასის სიყვარულისთვის ზედმიწევნითი სიფრთხილით დაიცავით ყველა სავალდებულო წესი, რომელსაც ჯანდაცვის ორგანოები ითხოვენ. ერთის მხრივ, ერთმანეთისგან დისტანცირება და იზოლაცია არც ისე იოლია, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა გონისმიერი ლოცვით გავერთიანდეთ ქრისტეში. გონისმიერი ლოცვითი ერთობა კი მიიღწევა მხოლოდ ურთიერთსიყვარულით. დღეს ეს სიყვარული ჩვენს სოციალურ პასუხიმსგებლობაში გამოიხატება. იქონიეთ სასოება უფალ იესო ქრისტეში და შეავედრეთ მას სამყაროს ხსნა სახლიდან ლოცვით, რომელიც წმ. სინოდმა და ათონელმა მამებმა შემოგვთავაზეს: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შეიწყალე შენი სამყარი“

ამ განსაცდელის ჟამს, მშობელი ქვეყნიდან ფიზიკური სიშორით მყოფთ, ჩემს ფიქრებში გიახლოვდებით. რაც უფრო დიდია მანძილი დღეს თქვენსა და ჩემს შორის, მით უფრო ძლიერ მკრავს სიყვარულის ძაფები და მწვრთნის ქრისტესმიერ თქვენს სიყვარულში.

ძლიერ მწადია, რომ განსაკუთრებით მხურვალე იყოს უფლისადმი აღვლენილი ჩვენი ლოცვა, ღმრთის დაბადებული ყოველი ადამიანისა და ეკლესიის კეთილდღეობისათვის.

დასასრულ, თქვენთან ერთად მივაპყრობ გონის თვალს და სასმენელს, ქრისტე ღმერთის უცვალებელ, მანუგეშებელ სიტყვებს: „ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას“ (ინ. 16,33).

თქვენს სულიერ სიმტკიცეში, თავად მეც წარმატებული, ქრისტეში თქვენი სიყვარულის მსახური

✠ ზენონი

მთავარეპისკოპოსი დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის“ - ნათქვამია მთავარეპისკოპოსის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42