„ჩემო მარნეულელებო, მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში და ერთად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება"- ნავერიანი
პოლიტიკა - 11:18, 24 Mar, 2020     485

„ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, დღეს მარნეული ისევე, როგორც დანარჩენი საქართველოს რეგიონები, დიდი გამოწვევის წინაშეა. უხილავ მტერთან, კორონა ვირუსთან ( COVID-19) ბრძოლა, ცხადია, დიდ რესურსებს მოითხოვს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობამ მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დააწესა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანაა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სწორედ ამ მიზნით, ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარებით უნდა შევაჩეროთ ამ ეტაპზე ვირუსის მასობრივი გავრცელება", -აღნიშნულ მიმართვას მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების ყველა ეტაპზე სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა და ახლაც აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოება და თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად იყოს დაცული.

„პანიკა, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო, და არც ამის მიზეზები არსებობს, მაგრამ საჭიროა მეტი სიფრთხილე. სიფრთხილე კი ნიშნავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის დაცვას - დავრჩეთ სახლში! მე, როგორც ამ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათიან რეჟმში ვიმუშავებ იმისთვის, რომ საგანგებო რეჟიმის პირობებში, არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ ეფექტიანად და თავიდან ავიცილოთ ვირუსის მასშტაბური გავრცელება. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების ზედმიწევნით შესრულება", - წერს თამაზ ნავერიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42