"ეპიდემიის აფეთქების ყველაზე დიდი რისკი შემდეგ ორ კვირაშია მოსალოდნელი..."- ჯანდაცვის მინისტრი
პოლიტიკა - 10:06, 24 Mar, 2020     1784
თუ ყველა შემდეგ მითითებას დავიცავთ და იმ ხარისხით შევასრულებთ, რითაც მითითებულია, ჩვენ შევძლებთ, ეპიდემიური აფეთქება გაცილებით უკეთესად გადავლახოთ, ვიდრე ამას ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყანა აკეთებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.


„ეპიდემიის აფეთქების ყველაზე დიდი რისკი შემდეგ ორ კვირაშია მოსალოდნელი. წინა კვირას სწორედ აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საგანგებო რეჟიმი გამოგვეცხადებინა. ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს უნდა გახდეს მესიჯი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შესრულდეს ყველა მითითება, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა. იმ შემთხვევაში, თუ ყველა შემდეგ მითითებას დავიცავთ და იმ ხარისხით შევასრულებთ, რითაც მითითებულია, ჩვენ შევძლებთ, ეპიდემიური აფეთქება გაცილებით უკეთესად გადავლახოთ, ვიდრე ამას ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყანა აკეთებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ზომები, რომელიც მიღებულია და აუცილებელია, ის თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას.

„ამისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მხოლოდ მთავრობა ვერ გახდება თითოეული მოქალაქის ქცევაზე პასუხისმგებელი. ჩვენ მივიღეთ ყველა ზომა, რომ მოქალაქეები დავიცვათ. შესაბამისად, ჩვენი შემდგომი ნაბიჯები უკვე არის მოთხოვნითი და მითითებითი. მოქალაქეებისგან ცალსახად მოვითხოვთ, შესრულდეს ყველა მითითება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42