არჩილ თალაკვაძე მარნეულსა და ბოლნისში არსებულ მდგომარეობაზე: ამ მომენტისთვის სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება
პოლიტიკა - 18:16, 23 Mar, 2020     546

„ამ მომენტისთვის სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება, მომავალშიც არ უნდა გამოვრიცხოთ უფრო მკაცრი ზომების მიღება",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.


არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პრემიერმინისტრი ეფექტურად უძღვება საკოორდინაციო საბჭოს მუშაობას და სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ძალისხმევას, და შესაბამისად, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.


პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა გუშინ, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადებას და აღნიშნა, რომ ეს იყო დაუყოვნებლივი რეაგირება იქ გაჩენილ საფრთხეებზე. არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიღებული ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს.


„გუშინ შუაღამეს დასრულდა სამუშაო შეხვედრები, კონსულტაციები და ეს გადაწყვეტილებები სწრაფად იყო მიღებული. მომავალში, იმ ბალანსში, რასაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესები და ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებები წარმოაჩენს, რასაც ეპიდემიოლოგიური მონაცემები წარმოაჩენს, არის სრული მზადყოფნა ჩვენი მხრიდან, რომ მივიღოთ დამატებითი ზომები, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს ზომები არის ეფექტური ზუსტად მაშინ, როდესაც ის საჭიროა და ჩვენი მიდგომაც ასეთია: მხოლოდ დასაბუთებული აბსოლუტური საჭიროების შემთხვევაში ხდება ამ ზომების მიღება. ასე რომ, მომავალში ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საყოველთაო კარანტინის ან საყოველთაო თვითიზოლაციის ზომებიც იყოს მიღებული პრემიერ-მინისტრის და ხელისუფლების მხრიდან, თუ ასეთი საჭიროება იქნება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის უზრუნველყოფილია სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ყველა ფუნქცია, მათ შორის, საკვების ძირითადი მარაგები და ყველაფერი, რაც სახელმწიფოს საბაზისო დონეზე ჭირდება, შეუფერხებლად ფუნქციონირებს.


„ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლება, პრაქტიკულად, მისი ყველა რგოლი, ვისაც ევალება და ვისაც აქვს კომპეტენცია ამ სიტუაციაში, მუშაობს ეფექტურად და კოორდინირებულად. ნახეთ უკვე, რომ შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სისტემა ჩაერთო ამ ძალისხმევაში. მნიშვნელოვანია და ამ კრიტიკულ სიტუაციაში გამოჩნდა ყველაზე კარგად, თუ რა შეუძლია ჩვენს ქვეყანას, თუ როგორი ხელისუფლება ყავს ჩვენს ქვეყანას და თუ როგორ მუშაობს თითოეული რგოლი",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42