„დღეს წყდება ჩვენი სიცოცხლის საკითხი... ყველამ შევუწყოთ ხელი მთავრობას, გადადგას თამამი ნაბიჯები და ჰქონდეს იმედი, რომ არავინ ჩავარტყამთ ზურგში დანას“ - ნიკა მელია
პოლიტიკა - 17:51, 23 Mar, 2020     1071
დღეს სხვა გამოწვევის წინაშე ვართ და ვინც პოლიტიკური ქულების დაწერას შეეცდება, დაკარგავს ქულებსაც და თავსაც პოლიტიკაში... - ამ განცხადებას ავრცელებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავგჯდომარე ნიაკ მელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ოპოზიციის ლიდერი მოუწოდებს საზოგადოებას, ყველა ერთად დაუდგეს მთავრობას გევრდში ამ მძიმე სენის დასამარცხებლად.

„მხარს ვუჭერ ყველა იმ მკაცრი ღონისძიების გატარებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

შეკრებების შეზღუდვა უნდა ეხებოდეს ყველას, მათ შორის რელიგიურ შეკრებებს, განურჩევლად აღმსარებლობისა.

ამ ხელისუფლებას ბევრი მიმართულებით უჭირს გამბედავი, თამამი ნაბიჯების გადადგმა. ცალკე ოპოზიციის რეაქცია აშინებთ, ცალკე გავლენიანი ინსტიტუტის, რომელსაც საპატრიარქო წარმოადგენს და ცალკე - საზოგადოების, ელექტორატის განაწყენება არ სურთ, მეტიც მათ გულის მოგებასაც კი ცდილობენ

წყდება ჩვენი და ჩვენი შვილების, მშობლების, ახლობლების, უცნობების, ნაცნობების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საკითხი და ვინც პოლიტიკური ქულების დაწერას ეცდება, საბოლოო ჯამში, ქულებს კი არ დაიწერს, დაკარგავს ქულებსაც და თავსაც პოლიტიკაში - ხალხი ყველაფერს ხედავს.

ამდენად, დღეს ყველამ არათუ მხარი უნდა დავუჭიროთ მთავრობას მკაცრი გადაწყვეტილებების გატარებაში, არამედ ხელიც უნდა შევუწყოთ რომ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გადადგას გამბედავი, თამამი ნაბიჯები და ჰქონდეს იმედი, რომ არავინ ზურგში არ ჩავარტყავთ დანას - არც ოპოზიცია, არც საზოგადოება.

ყველამ გავიაზროთ, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანაა თავიდან ავიცილოთ ვირუსის ფართოდ გავრცელება, ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პრევენციული ღონისძიება, რაც მთავარია თვითშეზღუდვა - სახლში დარჩენა, თორემ თუ ეპიდემიამ იფეთქა, ვერც ჩვენი ჰოსპიტალური სისტემა ვერ გაუძლებს, ვერც მედპერსონალი გვეყოფა და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით!

გადაივლის ეს კრიზისი და ვირუსის დამარცხების შემდეგ, ყველა - ოპოზიციაც და საზოგადოებაც ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქართული ოცნება არ იყოს იქ, სადაც დღესაა - ხელისუფლებაში. მაგრამ ახლა სხვა გამოწვევის წინაშე ვართ და ამის დრო არ გვაქვს.“ - წერს ნიკა მელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42