პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლკსი გამოეხმაურა სახელისუფლებო ოპოზიციის განცხადებებს და განაცხადა რომ ოპოზიცია კვლავ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, ვითრების დამძიმება კი მათვის უფრო ხელსაყრელია.
''ოპოზიცია ისევ დაუბრუნდა თავის ჩვეულ დესტრუქციულ რეჟიმს. ფიქრობენ, რომ რაც უფრო დამძიმდება ვითარება და პრობლემები შეიქმნება, ეს მათთვის ხელსაყრელია,- ვოლკსი.
მისივე თქმით, საქართველოს მთვარობა შედეგიანად მუშაობს, რა თქმა უნდა მოქალაქეებმაც უნდა დაიცვან მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.
რაც შეეხება მოსახლეობის გაფრთხილებას და აგიტაციას, ხვალ ნებისმიერმა ჩვენგანმა რომ დაარღვიოს წესები, არცერთ სახელმწიფოს არ აქვს იმის რესურსი, თითოეულ მოქალაქეს კუდში გაყვეს და მისი ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი შეამოწმოს. აზერბაიჯანელი იქნება, ქართველი, სომეხი თუ ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე, პასუხისმგებლობა ერთნაირად არის გასათვალისწინებელი. კონკრეტულმა ადამიანმა რთული სიტუაცია შექმნა. თბილისშიც ბევრ ხალხს ვხედავ, ვისაც ჰგონია, რომ მას არაფერი დაემართება და თუ ცოტა სიცხე აქვს ან ურთიერთობებში იმაზე შორს წავიდა, ვიდრე რეკომენდირებულია, მიიჩნევს რომ ამით არაფერი დაშავდა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკი ასევე გამოეხმაურა სწრაფი ტესტების ქვეყანაში შემოტანის საკითხს. მისი თქმით, საქართველოში ხარისხიანი ტესტებიც შემოვა და გამოყენება კი პროფესიონალურად მოხდება, შესაბამიის ზომების დაცვით.
„ტესტი არ არის პანაცეა. ტესტი იქნება შემოტანილი, იქნება ხარისხიანი და იქნება პროფესიონალურად გამოყენებული’’- განაცხადა ვოლსკიმ
მასალის გამოყენების პირობები






