"ზურაბიშვილისგან უცნაური განცხადება არ გამკვირვებია"- ბურჯანაძე არჩევნების თარიღის შესაძლო გადაწევის შესახებ პრეზიდენტისგან განმარტებას ითხოვს
პოლიტიკა - 16:25, 23 Mar, 2020     955
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე არჩევნების თარიღის შესაძლო გადაწევაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს და ამბობს:

„უცნაური განცხადება მისგან არ გამკვირვებია. არ ვიცი, თუ ისეთი ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში, რომელიც მე გამომეპარა, თუმცა ეჭვი მეპარება ასეთი რამ იყოს. გავიხსენებ 2007 წელს, როდესაც საგანგებო მდგომარება გამოცხადდა 7 ნოემბრის შემდეგ, ამის მიუხედავად არჩევნები ჩატარდა იმ ვადაში, რა ვადაშიც უნდა ჩატარებულიყო, ანუ 45 დღეში. მე არანაირი კონსტიტუციური ცვლილება არ მსმენია, საიდან მოიტანა ქალბატონმა სალომემ, ალბათ აგვიხსნის.

რაც შეეხება არჩევნებს, ბუნებრივია, ლეგიტიმურია კითხვა არჩევნების ჩატარებასთან, ან გადატანასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ძნელია რაიმე პროგნოზის გაკეთება, იმედი მინდა ვიქონიოთ, რომ სწრაფად გავუმკლავდებით ამ ვირუსს და გადავალთ ნორმალურ რეჟიმში, მაგრამ სამწუხაროდ, პროგნოზები არის საკმაოდ ცუდი. დღეს ნიუ-ორკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ პროგნოზი შეიძლება იყოს 4 - თვიანი, 6 - თვიანი, ან 8 - თვიანი კრიზისის გაგრძელება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნება, როგორც ემოციურად, ასევე ეკონომიკურად ქვეყნისთვის. თუ ასე მოხდა არჩევნები გადატანილი უნდა იქნას. იმ რეჟიმში, როდესაც ჩვენ ვცდილობთ დისტანციის დაკავებას და ვცდილობთ მცირე ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანის შეკრება არ იყოს, ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება იქნება შეუძლებელი. ბუნებრივია, ეს ძალიან სერიოზულ გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ნუ ვიჩქარებთ, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენც და მსოფლიოც ამ პრობლემას გავუმკლავდებით უფრო მალე, ვიდრე დღეს პროგნოზები ისმის“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შემთხვევაში არჩევნების თარიღმა შესაძლოა გადაიწიოს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42