„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც არჩევნები საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ 6 თვის თავზე ჩატარდება.
როგორც ბოკერია ამბობს, ამ საბაბით არჩევნების გადადება არ გამოუვა ხელისუფლებას არც ერთ შემთხვევაში და არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში.
„ქალბატონი სალომეს შემთხვევაში, რთულია პროგნოზირება იმისა, ვერ გამოხატა აზრი, თუ რამეს გულისხმობდა. რაც მან თქვა, ის სიმართლეს არ შეეფერება. არსად ქართულ კანონმდებლობაში არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
იმედი მაქვს, ერთი თვის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა რომ დასრულდება, და ყველაზე დიდი საფრთხისმომცველი ფაზა რომ გადაივლის, ამის შემდეგ, აღარ იქნება საჭირო ამის გაგრძელება და არანაირი პრობლემა არ შეექმნება არჩევნებს"- განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, პრეზიდენტის სიტყვას ვერანაირად ვერ დავეყრდნობა.
"ამ საბაბით არჩევნების გადადება არ გამოუვა ხელისუფლებას არც ერთ შემთხვევაში, ამიტომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში,“- განაცხადა გიგა ბოკერაიამ.
სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საგანგებო მდგომარეობა დასრულდება იმ ვადებში, რომ არჩევნების თარიღის გადადება არ გახდეს საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები






