„ვისოლისა“ და „სმარტის“ თანამშრომლებს „ევექსი კლინიკების“ ოჯახის ექიმები COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის რეკომენდაციებს გაუწევენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:09, 23 Mar, 2020     1372

„ევექსი კლინიკები“ საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერას უცხადებს იმ დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის დროს 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ემსახურებიან მომხმარებლებს. შესაბამისად, დღეიდან დაიწყო „ვისოლისა“ და „სმარტის“ თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და COVID-19 ვირუსის პრევენციის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

„ევექსი კლინიკების“ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში შეიქმნა გადამზადებული ოჯახის ექიმების ჯგუფი. პროექტის ფარგლებში ექიმები მიდიან სხვადასხვა კომპანიაში, ამოწმებენ მათი თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას და პასუხობენ მათ კითხვებს. ასევე, გასცემენ კორონავირუსისგან თავის დასაცავ რეკომენდაციებს. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, მოვიდეთ ადგილზე და კონსულტაცია გავუწიოთ ყველა იმ კომპანის თანამშრომლებს, რომელთაც მომატებული რისკის ქვეშ უწევთ მუშაობა. „ევექსი კლინიკების“ მოძრავი კლინიკით - „ევექსმობილით“ გადამზადებული ექიმების ჯგუფი, სამუშაო ადგილზევე მოახდენენ თანამშრომლების შემოწმებას“, - აცხადებენ „ევექსი კლინიკების“ წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ „ვისოლ ჯგუფი“ ითვალისწინებს თავის წილ პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს თანამშრომლებს შესაბამისი ეკიპირებით. ასევე, ითვალისწინებს ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ოფისების ძირითადი ნაწილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. ჯგუფი რეგულარულად ახორციელებს ობიექტების დეზინფექციას და საჭირო აღჭურვილობითა და სადეზინფექციო ხსნარებით ცდილობს, დაიცვას როგორც მომხმარებლების, ისე პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42