დღეს, პირდაპირ ეთერში კორონავირუსზე სწრაფი ტესტირების ჩატარების შემდეგ ახალი საქართველოს ლიდერს, გიორგი ვაშაძეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს. პრეზიდენტის თქმით ეს იყო მხოლოდ პიარი და დაუშვებელია ასეთ დროს ასეთი ნაბიჯების გადადგმა.
"ამას რა ჰქვია არ ვიცი, როგორ შეიძლება პიარის გულისთვის და ვიწრო პოლიტიკურ ამბიციების გამო, ამ ვითერაბაში ასეთი უპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმა და ინფორმაციის გავრცელება? სიტყვები არ მყოფნის", — წერს პრეზიდენტი ფეისბუქზე.
ვაშაძის განმარტებთ, სწრაფმა ტესტებმა წარმატებით იმუშავეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც სამხრეთ კორეაა. საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ აღნიშნული ტესტები ქვეყანაში აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს.
ხოლო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით , ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანა 24 მარტიდან ამოქმედდება.
მასალის გამოყენების პირობები






