თბილისის ინფექციური საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტი წევს. მათგან ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემურია.
როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, პრობლემური პაციენტების ასაკი სხვადასხვაა.
"ერთ-ერთი მათგანი არის ხანდაზმული. ყველა ამ ოთხ პაციენტთან არის თან არსებული მძიმე დაავადებები, ერთთან მძიმე ნევროლოგიური, მეორესთან მძიმე ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და მძიმე პნევმონია. ჯერჯერიბით არსებულ მკურნალობას ექვემდებარებიან და მზარდი პროგრესირება არ შეინიშნება, თუმცა მდგომარეობა არ არის მხოლოდ პაციენტზე დამოკიდებული, დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. მიუხედავად მკურნალობისა, შეიძლება დაავადების პროგრესირება გაგრძელდეს და პროგნოზი ყოველთვის შესაძლებელია, არ იყოს კარგი“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 54 შემთხვევიდან 35 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენი 19 პირი კი ხუთ სხვა დაწესებულებაში.
მასალის გამოყენების პირობები






