დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ხალი კორონავირუსით მარნეულში ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ მძიმედ რჩება.
მის თქმით, საჭიროა ზომების კიდევ უფრო გამკაცრება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად.
„ამ პაციენტის დასთან დაკავშირებით პირველი პასუხი გახლდათ საეჭვოდ დადებითი, გადამეორდა და იყო უარყოფითი, ხვალ მესამედ გამეორდება. ეს პირველი ფაქტია, როდესაც ჩვენ ჯერ ვერ გავედით წყაროზე და დიდი ალბათობით, ვერც გავალთ და ეს გახლავთ სწორედ შემთხვევა, როდესაც გვაქვს შიდა გადაცემა...ყველა ღონისძიება, რომელიც დღეს ტარდება, მოგეხსენებათ, გუშინ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ამავე დროს მარნეულში ეს ე.წ. შიდა გადაცემის შემთხვევა ფიქსირდება, სადაც შესაძლოა, რომ იყოს დაზიანებული ჯგუფი ადამიანებისა და მათი კონტაქტების მოკვლევა აქტიურად მიმდინარეობს. ამიტომაც გამკაცრდა ასევე თვითონ მარნეულსა და ბოლნისში კიდევ ღონისძიებები. დაახლოებით 90 ადამიანი იდენტიფიცირებულია, ვინც იმ სარიტუალო სუფრაზე იმყოფებოდნენ. პლუს დაახლოებით 25-მდე გახლავთ სამედიცინო პერსონალი, რომლებიც იმ ჰოსპიტალში, სადაც პაციენტი იყო მოთავსებული, დღეს კარანტინში არიან და განაგრძობენ მუშაობას კარანტინის პირობებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, 67 წლის ქალი, რომელსაც გუშინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა მარნეულიდანაა. პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაის დამძიმების გამო თბილისში გადმოიყვანეს. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში - რას შეზღუდვები მოქმედებს ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში.
მასალის გამოყენების პირობები






