პრემიერ - მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად კომპანიები თუ არ შეასრულებენ ვალდებულებებს, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ ჯარიმა, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
მისი განმარტებით, არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა
„არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები, საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდგომ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპროპრირებული სახელმწიფოს ინტერესებში, დროებით, რა თქმა უნდა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში - რას შეზღუდვები მოქმედებს ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში
მასალის გამოყენების პირობები






