მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. მთავრობის კანცელარიაში შეკრებილ ჟურნალისტებს პრემიერმა ის შეზღუდვები გააცნო, რომელიც მარნეულსა და ბოლნისში ამოქმედდება.
პრემიერის თქმით, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.
პრემიერის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
"ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს მივცეთ საშუალება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების.
მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული პრეროგატივა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






