პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე მარნეულში , COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინფიცირების წყარო უცნობია.
პრემიერის განმარტებით, ეს არის ვირუსის შიდა გადაცემა. იგი აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგების პროგონოზით, შიდა გადაცემა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა.
"დღეს გვქონდა რთული შემთხვევა, მარნეულში გყვავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინიფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა, ეს არის ის შემთხვევა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი.
ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგონოზით შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. ის, რომ ჩვენმა ეპოდემიოლოგებმა დაადგინეს 490 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს ნიშნავს. სიტუაცია არის რთული და ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა და ძირითადი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვეძახდით გავრცელების ახალ ეტაპზე, შიდა ეტაპზე გადასვლას, რომლისთვისაც მაქსიმალურად ვართ მომზადებული. ყველა ამ მომზადების მიუხედავად სიტუაცია რთულია. საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მირება, რომ მარნეული და ბოლნისი გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე",- განაცხადა პრემიერმა
მასალის გამოყენების პირობები






