მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულის და ბილნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად ცხადდება.
„საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულისა და ბოლნისის რაიონები გადავიდნენ მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“, - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, მარნეულში შიდა გადაცემა, სარიტუალო გადაცემის დროს მოხდა.
მისივე თქმით: "სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ესაა ძირითადი გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას".
პრემიერმა მედიას დღეს არსებული მოანცემები გააცნო. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულია 54 ადამიანი, კარანტინში იმყოფება 3 254.
„დღეს გვქონდა რთული შემთხვევა, მარნეულში გყვავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა, ეს არის ის შემთხვევა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგონოზით შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი"- განაცხადა გახარიამ.
პრემიერი ამბობს, რომ ქართველმა ეპოდემიოლოგებმა დაადგინეს 490 საკონტაქტო პირი, თუმცა მთავრობის მეთაურის შესასებით "ჯერ ეს არაფერს არ ნიშნავს".
გახარიას თქმით, კორონავირუსის გავრცელების ახალი ეტაპის გასამკლავებლად ქვეყანა მზად არის.
"ყველა ამ მომზადების მიუხედავად სიტუაცია რთულია. საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეული და ბოლნისი გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“,-თქვა გახარიამ.
ცნობისთვის, 21 მარტიდან, ერთი თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები






