"„კეისარს კეისრისაო“ - თქვა მაცხოვარმა, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ „ღმერთს ღვთისა“" - მეუფე იაკობი
პოლიტიკა - 15:06, 22 Mar, 2020     641

„კეისარს კეისრისაო“ - თქვა მაცხოვარმა, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ „ღმერთს ღვთისა“ - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ჩვეულებრივად მიიღო და ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ეკლესიებში ღვთისმსახურების შეჩერება არ უნდა მოხდეს.

„არასერიოზული საუბრები მიდის, ჩვენ რა ვინმეს დავასნებოვნებთ? ამდენი ჟურნალისტი რომ დგახართ ერთად რამე დისტანციას იცავთ? - არ იცავთ. ტყუილად იბრძოლებენ ეს ადამიანები ეკლესიასთან და ვერაფერს მიიღებენ. მესმის, რომ სახელმწიფო მართლა ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და მივესალმები.თუ კომენდანტის საათი იქნება საჭირო, უარს რატომ ვიტყვით?! მაგრამ ბევრმა პარტიამ ხმა მისცა იმისთვის, რომ ეკლესიას აკრძალვები შეხებოდა. მე ვფიქრობ, ჩვეულებრივი.... მაგათ უყვართ ხოლმე თქმა IQ აქვთ, IQ აკლიათ. ყველას აკლია. რითი უნდა გავაჩეროთ, მოდის ხალხი. პატრული შემოვიყვანოთ მაგის გამო? იყო მოსული, მოვიდა და წავიდა. არ არის მისი საქმე აქ. თუ ლოცვაზე მოვა, მოვიდეს, სახელმწიფოს მაგას არ გავაკონტროლებინებთ.

სახელმწიფომ დააწესა საგანგებო მდგომარეობა. ეს ჩვეულებრივ მივიღე. მაცხოვართან რომ მივიდნენ და გადასახადი მოსთხოვეს „კეისარს კეისრისაო“ - თქვა. მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ „ღმერთს ღვთისა“. მოდის ხალხი. ჩემთან თუ 1000 კაცი მოვიდა, ვინც არ უნდა მითხრას, 10 მოვიდეს მეტი არაო, ან 20 და 70, იმას ვეტყვი ღმერთთან მოსულ ადამიანს, წავიდი? მრევლი დღეს კარგად იდგა.

ეს პერიოდი ეკლესიას უკვე გავლილი აქვს, წინა საუკუნეშიც გაუვლია. ვისაც ჰგონია, რომ ეკლესიაში სიარული არ შეიძლება, 21-ში თუ მოხსნიან (საგანგებო მდგომარეობას) 22-ში წავიდნენ და ბელადს მიაკითხონ მავზოლეუმში პარტიებმა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42