დაგვიკავშირდით და ჩვენი სამღვდელოება სახლში მოვა და იქ გაზიარებთ - ამის შესახებ ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
მან მრევლს მოუწოდა გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის სიცოცხლეს.
„რამდენი ადამიანი ეზიარება და რა სიხშირით ეზიარება? მე გპირდებით და გეუბნებით - ვინც გაითვალისწინებს კურთხევას, საკუთარ თავსაც მოერიდება, გაითვალისწინებს იმ უსაფრთხოების წესებს, დაგვიკავშირდით და ჩვენი სამღვდელოება სახლში მოვლენ და იქ გაზიარებენ. არც ისე ხშირად ვეზიარებით ხოლმე ჩვენ, რომ მაინცდამაინც ეხლა ყოველდღიურად მოგვინდეს და ყოველ წირვაზე ზიარება. ზოგი მარტო აღდგომაზე მოდის, ზოგი მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ეზიარება და ჩათვალეთ, რომ ჩვენი მარხვა ის არის, რომ შევასრულოთ ეს კურთხევა, რასაც გეუბნებით.
თუ ხედავ, რომ ტაძარში გაშლილად ხარ და მაინც ერთნამეთის სიახლოვეს გიწევს დგომა, თავად, თავის შეგნებით შეუძლია გავიდეს და გარეთ არის ხმის გამაძლიერებლები, ხმა ისმინება და არის ამის ყველა საშუალება, თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას, ჩვენს კურთხევას, ჩვენს დავალებას, იძულებულები ვიქნებით ნათლისღების ეკლესია რომაა ეზოში, გალავანში, იქ ჩავატაროთ წირვები, სადაც 5 კაცზე მეტი არ ეტევა. მაშინ დავდგებით და გარედან მოვისმენთ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მასალის გამოყენების პირობები