"ჩვენი მოქმედებით, თუნდაც რეკომენდაციების გაწევით უნდა გავუფრთხილდეთ ურწმუნო ადამიანებს, რათა მათ სულში არ ჩადგეს შიში, არ მივცეთ საშუალება, ვირუსის გავრცელებაში მორწმუნეები დაადანაშაულონ" - მეუფე ანდრია
რელიგია - 13:57, 22 Mar, 2020     2136

ვალდებულები ვართ, ხელი შევუწყოთ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენი სწორი დამოკიდებულებით ამ მოვლენისადმი, კორონავირუსის გავრცელებას ვგულისხმობ - ამის შესახებ ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. მეუფეს თქმით, მორწმუნეეები უნდა შეეცადონ არ დათესონ შიში ურწმუნო ადამიანებში.

„ჩვენ აღვნიშნეთ იმის შესახებ, რომ ვალდებულები ვართ, ხელი შევუწყოთ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენი სწორი დამოკიდებულებით ამ მოვლენისადმი, კორონავირუსის გავრცელებას ვგულისხმობ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი შინაგანი, სულიერი განწყობით. პირველად უნდა გამოიხატებოდეს ეს ჩვენს სინანულში და თავმდაბლობით ტვირთვაში ყველა იმ ტკივილის, თუ უხერხულობი, რაც შეიქმნება ამ ვითარებაში და უკვე შეიქმნა. ფიზიკურ ქმედებაში ეს უნდა გამოიხატებოდეს იმ რეკომენდაციების შესრულებაში, რომლებიც მოცემული არის მედიცინის მუშაკთაგან და ხელისუფლებისაგან. ტვირთვაში ურთიერთ სიმძიმეთა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მოხალისეთა ჯგუფები ყალიბდება ჩვენი ეკლესიის წევრების, სტიქაროსნებისგან, რომლებიც მზად არიან, მივიდნენ ყველა მოხუცებულთან, იმასთან, ვინც რისკის ჯგუფში იმყოფება, ვინც ავადაა, თუ თვითიზოლაციის რეჟიმშია. დაეხმარონ მათ, რომ ეს რთული დღეები გადაიტანონ. სასულიერო დასი მზადაა, მივიდეს ყველასთან. ასევე, ვინც დაინფიცირებულია, თუ მათგან აღსარებისა და ზიარების საიდუმლოებაში მონაწილეობის ურვილი იქნება. ჩვენ ამ მოვლენის სულიერი შინაარსიც უნდა ვიცოდეთ და დავფიქრდეთ. მორწმუნე საზოგადოებისათვის ყველაფერი არის დაკავშირებული ღმერთთან და ღვთის განგების გარეშე არაფერი ხდება. ჩვენ ვხედავთ ჩვენი ცოდვების სიმრავლეს და ამ განსაცდელის ჟამს, როდესაც სულში ადამიანებისა შფოთი და შიში შემოიპარა, ჩვენ წმინდა წერილის სიტყვები გვახსენდება. მეფე სოლომონს ეკუთვნის ეს. მეფე სოლომონის სიტყვები გავიხსენოთ მწუხარების ჟამს ლმობიერია გული. ქედმაღლობა, გინება, ლანძვა, განკითხვა, უსამართლობა არ უნდა მივიღოთ და დავუშვათ. ერთმანეთს სჭირდება გაფრთხილება, ეს გვაკლია დღეს ყველას. ჩვენი მოქმედებით, თუნდაც რეკომენდაციების გაწევით უნდა გავუფრთხილდეთ ურწმუნო ადამიანებს, რათა მათ სულში არ ჩადგეს შიში და არ მივცეთ საშუალება, მორწმუნენი დაადანაშაულონ ვირუსის გავრცელებაში.

სასულიერო დასს მიეცემა სხვა რეკომენდაციებიც, დიდ მარხვაში მსახურებები როგორ უნდა აღსრულდეს და როგორ მოვიქცეთ.სული წმინდა გვამტკიცებს და გვაძლიერებს, გადავიტანოთ ყველა სიმძიმე და ავადმყოფობა. ტუბდაავადებულებიც მიზიარებია და სასულიერო პირი ჭურჭელიდან, საიდანაც ვაზიარებთ, ვალდებულია, თავად მიიღოს სიტკბოება,თუ ეჭვი ეპარება და მასე არც ერთი არ დაავადებულა. ჩვენ გავითვალისწინოთ, რომ საგანგებოდ ჩვენ ურწმუნო ადამიანებს ჩვენ ვერ ჩავაგდებთ მეტი ურწმუნოების ვითარებაში.უცნობია ფორმები, როგორ გაგრძელდება ღვთისმსახურება ჯერ. გადავიტანთ ამ მწუხარებას და რაც უფრო მალე ვაღიარებთ ცოდვებს, მით მალე გაივლის ყველაფერი.მხნედ იყავით და გაძლიერდით“ ,- განაცხადა მეუფე ანდრიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42