როგორც „ნიუპოსტს“ ადგილიდან აცნობეს, საპატრულო პოლიცია საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურმა ადგილზე არ შეშუვა. ინფორმაიცას უარყოფს შს სამინისტრო. როგორც უწყებაში გვითხრეს. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საპატრულო პოლიციის თანამშომლები ტაძარში შევიდნენ, ისინი ადგილზე მეუფესაც ესაუბრენ, გაეცნნენ ვითარებას და ვინაიდან ადგილი არ ჰქონია კანონდარღვევას, ტაძარი დატოვეს.
ეკლესიებში დილიდან საკვირაო წირვა სრულდებოდა. სამებაში მსახურებას პატრიარქი ატარებდა. მოქალაქეები დისტანციას იცავენ. პროცესს კი სტიქაროსნები აკონტროლებდნენ. სპეციალურიკ ტექნიკის მეშვეობით, ხმა სამების ეზოში ისმოდა, ამიტომ მრევლის ნაწილი გარეთ იყო შეკრებილი.
საქართველოს მასშტაბით 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რომლის დაცვა ყველა მოქალაქისა თუ ორგანიზაციისთვის სავადლებულოა. პრემიერის თქმით, „შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“ - თქვა გახარიამ.
თუმცა პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა, საუბარი არაა რამდენი ადამიანის შეკრებაა კანონით აკრძალული. კონსტუციის 21-ე მუხლში წერია: შეიზღუდოს ნეისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართვლოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.
მთავრობის მეთაურის შემდეგ, განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა, ხოლო მის მიერ გამოცემულ ბრძანებას, საგანგებო მდგომაეობის შემოღების შესახებ, პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
COVID 19 - რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ იხილეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები






