"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, მშობლები იზოლაციაში ჰყავს და ძალიან ენატრება. ორივე მშობელს გულსისხლძარღვთა დაავადება აქვს, მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანეს, რის გამოც რისკჯგუფში არიან და კორონავირუსი მათთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს.
დკანოიძე საზოგადოებას მოუწოდებს მიაქციონ ყურადღება მშობლებს და ჰყავდეთ თვითიზოლაციაში.
"ჩემი მშობლები მენატრება. არ მინახავს დიდი ხანია, იზოლაციაში მყავს.
მენატრება დედაჩემთან ჩახუტება, მამაჩემის ხმა რეალურ აღქმაში და არა სმარტფონში.
ორივეს გულსისხლძარღვთა დაავადება აქვს, მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანეს. შარშან და წელს, საავადმყოფოში გავატარეთ. დედას სუსტი ფილტვები აქვს. ზუსტად ვიცი - ვერ გაუძლებს.
ორივეს დიდი რწმენა აქვს. სწამთ მთელი არსებით და ზუსტად იციან რატომ. ამ ვითარებაშიც კი, არ დაუკარგავთ მისხალი რწმენის. სხედან სახლში კესოსთან ერთად და იციან, რომ შვილები მათზე ნერვიულობენ. ისინი ჩვენ გვიფრთხილდებიან და ჩვენ მათზე გული გვისკდება.
რწმენა როგორ უნდა დაკარგო და გამოსცადო, თუ არა სხვისი საფრთხის ქვეშ დაყენებით.
მე არ მინდა, რომ ჩემმა მშობლებმა ბუნებრივი გადარჩევის პროცესი გაიარონ. ამის გაფიქრებაც კი მზარავს.
მოაქციეთ მშიბლები, ხანდაზმულები და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები მკაცრ იზოლაციაში. სხვა გამოსვალი არ არის", - წერს ხატია დეკანოიძე.
მასალის გამოყენების პირობები






