"ვინც მერჩის, შურს ჩემი და აუგათ მომიხსენიებს, მათიც მესმის და გაგებით ვეკიდები... ნერვების მოშლად არ ღირს" - გია ჯაჯანიძე
პოლიტიკა - 11:40, 22 Mar, 2020     463

სიცოცხლე ხანმოკლეა, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს - ამის შესახებ ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ადამიანებმა უნდა ისწავლონ დააფასონ ბედნიერი წუთები და მხოლოდ მას შემდეგ არ უნდა ამჩნევდნენ, ერთ დროს ბედნიერებიც რომ იყვნენ, როცა საქმე ცუდათაა. ჯაჯანიძის თქმით, ადამიანების უმრავლესობამ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ დაიწყო ფიქრი, იმაზე თუ რა კარგად იყნენ ვირუსის გავრცელებამდე.

"თითქოს ამის დრო არ არის ახლა. მაგრამ არის.

ხშირად გვესმის ადამიანებისგან - რა ბედნიერი ვიყავი მაშინ.
მგონია ადამიანების დიდ ნაწილს ბედნიერების აღქმა უჭირს და გვიან ხვდებიან ბედნიერები რომ იყვნენ ადრე.

რა ვქნა, ყველაფერს საკუთარი თავიდან საზღვრავს ადამიანი და ახლაც ჩემს ემოციას გეტყვით.

ხშირად მითქვამს ჩემს სატელევიზიო გამოსვლაში, ინტერვიუში, მეგობრებთან და ახლობლებთან, რომ ძალიან დიდი გაჭირვება მაქვს გადატანილი, იმ დროსაც როცა ჯოჯოხეთურად მიჭირდა მაინც ბედნიერების შეგრძნება არ მტოვებდა, იმედი არ მტოვებდა, იუმორი და სიცოცხლის სიყვარული არ მტოვებდა, ჩემი თუ არა სხვისი სიხარული მახარებდა და სხვის ზეიმს ვზეიმობდი.

არასოდეს მითქვამს, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ, იმიტომ რომ მაშინაც და ახლაც ბედნიერი ვარ, ვინაიდან შემიძლია სხვა გავაბედნიერო, გავახარო, იმედი მივცე, ვურჩიო და გავიხარო სიცოცხლის, ადამიანების სიყვარულით.

ბედნიერი ვიყავი და ვარ, იმიტომ რომ სხვის ჯიბრზე და გულის გასახეთქად (რასაც ხშირად ამბობენ და აკეთებენ) არასოდეს არ ვფიქრობდი წარმატებისთვის მიმეღწია.

ბედნიერი ვარ იმით, რომ არასოდეს სხვის დასანახად, ხმამაღლა, სიკეთე არ მიკეთებია და ჩემთვის ჩუმად ბედნიერი ვარ.

ბედნიერი ვარ, რომ მადლიერი ადამიანები არასოდეს არ მტოვებენ და ძირითადად კეთილი ადამიანები მყავს ირგვლივ.

ის ვინც მერჩის, შურს და აუგათ მომიხსენიებს, მათიც მესმის და გაგებით ვეკიდები. ისე მიყვარს ჩემს თავში ხალისიანი და კეთილი ,,მე'' რომ ნერვების მოშლად არ ღირს.

ბევრო გაიფიქრებს, რა ბედნიერი ვყოფილვართ კორონამდე.

არ დაყაროთ ფარხმალი, არ დაკარგოთ იმედი, აპატიოთ ყველას ყველაფერი, გულში წყენას ნუ ჩაიდებთ, ახლა დადებითი ემოციები გვჭირდება.

მთელი ცხოვრება, გადაცემაშიდაც ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ორ პროფესიას ვცემ უდიდეს პატივს, ეს არის პედაგოგი, რომელიც ცონას და განათლებას გვაძლევს.
ექიმი რომელიც სიცოცხლეს გვჩუქნის.

სიცოცხლე ხანმოკლეა, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს.
გისურვებთ ჯანმრთელობას.", - წერს გია ჯაჯანიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42