საკვირაო წირვა ეკლესიებში დისტანცირების წესის დაცვით მიმდინარეობს - ტაძრის ტერიტორიასა და ეზოში ადგილები მონიშნულია 1,5მ დაშორებით
რელიგია - 10:09, 22 Mar, 2020     2256

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სასულიერო პირებმა საკვირაო წირვის ჩატარების ე.წ. დისტანცირების წესის დაცით ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. ბევრ ეკლესიაში მრევლი მსახურებას ტაძრის ეზოში ესწრება. ეზოში მონიშნულია 1,5მ დაშორებით ადგილები და გარდა ამისა სასულიერო პირები გასცემენ სხვადასხვა რეკომენდაციებს.
შესაბამისი ზომები მიიღო თბილისის ჯვართამღლების ტაძრის წინამწღარმა თეოდორე გიგნაძემაც. ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ გაეცნოთ!

გაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ვიმსახურებთ ხვალ ჩვენს ტაძარში, შექმნილ ვითარებაში:

მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩვენმა სამრევლომ მიიღო გარკვეული ზომები, რომელთა შესახებაც გატყობინებთ:

ჩვენი ადგილობრივი ეკლესია მუდამ იდგა საქართველოს სახელმწიფოებრიობის უსაფრთხოებისა და განვითარების სადარაჯოზე, ამიტომ არსებული მდგომარეობაც ვერ იქნება გამონაკლისი, რადგან ქრისტეს ეკლესია ჩვენი ქვეყნის სულია.

ამჯერადაც ფეხდაფეხ მივყვებით ჩვენს სახელმწიფოს მიღებულ ყველა იმ პრევენციულ ღონისძიებაში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თოთოეული ჩვენგანისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის.

ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს ჩვენი წმინდა ეკლესია ლიტურღიკული პრაქტიკის გათვალისწინებით:

1). მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ტაძარი აღჭურვილია ხმის გამაძლიერებელი ხარისხიანი და გამართული სისტემით, შესაბამისად გვეძლევა შესაძლებლობა, მსახურების მსვლელობაში ჩავერთოთ ტაძრის გარეთაც. ამისთვის სპეციალურად უკვე მოინიშნა ადგილები (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით გავთლისწინებული დისტანციის დაცვით), რომლებთან მისვლას, დგომასა და გადაადგილებასაც დაარეგულირებენ ტაძრის მსახურები - სტიქაროსნები.

2). ტაძარში შესვლა მოხდება უშუალოდ ზიარების დროს ეტაპობრივად, ხალხის რეკომენდირებული რაოდენობის გათვალისწინებით, რასაც ასევე დაარეგულირებენ ტაძრის მსახურები - სტიქაროსნები.

3). ამასთან, შექმნილი მდგომარეობის გამო, ბავშვებსა და მშობლებს შეგიძლიათ, მოხვიდეთ და მიიღოთ მონაწილეობა ლიტურღიაში (ეზიაროთ) უშუალოდ ევქარისტიული კანონის ბოლოს (ზიარებისას).
ეს განპირობებულია იმ მიზეზითაც, რომ შექმნილი ვითარების გამო, „ათონის დარბაზი“ ხვალ არ იფუნქციონირებს. შესაბამისად, საჭიროა, რომ ეზოში ბავშვებით გამოწვეულმა ხმაურმა ხელი არ შეუშალოს მსახურების მყუდროებას.

4). ხანშიშესული ადამიანების მიმართაც იქნება იგივე თანადგომა, რაც მცირეწლოვანთა მშობლებისადმი: შეგიძლიათ მობრძანდეთ უშუალოდ ევქარისტიული ნაწილის ბოლოს და ეზიაროთ.

5). სტიქაროსნები განაწილდებიან სტრატეგიულად მნიშვნელოვან ყველა ლოკაციაზე, რეგულარულად გიკარნახებენ და დაგეხმარებიან მოქმედებებში, რათა დაცული იყოს თანმიმდევრულობა და არ დაიღვეს ის სიმყუდროვე, რომელიც სასიცოცხლოდ ესაჭიროება ღვთისმსახურებას.

6). დამატებით 10 ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტი საჭიროება ექნება, შეეძლება, ისარგებლოს დამხმარე ნაგებობის ორანჟერეით (სააღმსარებლო სივრცეების კორიდორი), სადაც არის სავარძლები და გათბობა.

7). გარე პერიმეტრის კონკრეტულ მონიშნულ ადგილებზე მობილიზებული იქნება გარკვეული რაოდენობის სკამები, რომელთა გამოყენების შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, ექნება ნებისმიერ მსურველს.

მთელი შემდგომი პერიოდი, ვიდრე საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვამდე, მოგვიწევს ხსენებულ პირობებში ყოფნა, ამიტომ ყველას შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი შენიშვნები და იდეები, რათა მეტად დაიხვეწოს გეგმა და რომ დანაკლისი, ხარისხის თვალსაზრისით, მსახურებებზე იყოს მინიმალური.

გვჯერა, რომ ყოველივე ზემოთ თქმული ზედმიწევნით იქნება გათვალისწინებული და ჩვენი ქმედება იქნება მრავალთათთვის ნუგეშისა და იმედის მომცემი და სამაგალითო ჩვენი უფლის სადიდებლად." - ვკითხულობთ ჯვართამაღლების ტაძრის ოფიციალურ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42