„შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საშუალება ნებისიერ სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში გააჩნია, როდესაც ის საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. ამ მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მსგავსი შეზღუდვა, ისევე როგორც ნებისმიერი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა კონკრეტული პირისათვის არის დაუშვებელი. ცალკეა რწმენის თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც ვერც ერთ შემთხვევაში, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იზღუდება. არ არსებობს მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს. რაც შეეხება საპატრიარქოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მაქსიმალურად გაითვალისწინებენ ჯანდაცვის წარმომადგენლების, სპეციალისტების რეკომენდაციებს და ამ შემთხვევაშიც, როგორც ძალიან ხშირად, მიიღებენ ბრძნულ გადაწყვეტილებას, მინიმუმ სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით. ჩვენსა და საპატრიარქოს შორის ყოველდღიური კომუნიკაციით და კონსულტაციების შედეგად ჩვენ მივიღებთ მექანიზმებს, რომლებიც შეამცირებს და მინიმუმამდე დაიყვანს რისკებს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და ის, აქამდე უცნობი კორონავირუსის შტამპით არის გამოწვეული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა
COVID 19 - რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ იხილეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები






