ნათია თურნავა: ქართული ეკონომიკა არ ჩერდება
პოლიტიკა - 00:45, 22 Mar, 2020     596
ქართული ეკონომიკა არ ჩერდება და თუ რაიმე გადაუდებელი აუცილებლობა ვერ დავინახეთ, საქმიანობას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქმიანობის გასაგრძელებლად ერთადერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ ყველა კომპანიამ დაიცვას თანამშრომლების მაქსიმალური უსაფრთხოება, როგორც ექიმები და ეპიდემიოლოგები მოითხოვენ - იქნება ეს თერმოსკრინინგი თუ პერიოდული დეზინფექცია. მინისტრის განცხადებით, ამის კონტროლი მოხდება.

„ასე რომ, წარმოება, მშენებლობა და ეკონომიკური სახის სხვა საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი ამბობს, რომ მოხდება ისეთი დარგების განვითარება, რომელიც იმპორტს ჩაანაცვლებს.

მისივე თქმით, კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მიმართულებით მთავრობა დგამს ზომიერ ნაბიჯებს, რომელიც ნაკლებად დამაზიანებელია ეკონომიკურ საქმიანობასთან მიმართებაში.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მთავრობა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზეა კონცენტრირებული. მისი განმარტებით, პირველ რიგში, წინა პლანზე წამოვიდა კრიზისული ეკონომიკა, რაც ახალი წარმოებების გაჩენას გულისხმობს.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია, კრიტიკული ინფრასტრუქტურა - ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგება, კავშირგამბულობა, სასურსათო უსაფრთხოება და სურსათით მომარაგება.

„ეს არის ის დარგები, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერი ფორსმაჟორში უნდა ფუნქციონირებდეს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განმარტებით მესამე ბლოკია ადგილობრივი წარმოება, რომელიც ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას და ეს ეხება მრეწველობას, მშენებლობას და არა მარტო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას, არამედ სამოქალაქო პროექტების მშენებლობასაც.

„ეს ეხება სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტსა და ინფრასტრუქტურულ პროექტს, ეს ყველაფერი გრძელდება გარკვეული მცირედი გამონაკლისებით, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე, ექსპერტები ქვეყანაში გარდაუვალ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ, რომელიც საქართველოს უახლოეს თვეებში დაუდგება. ოპოზიცია უმუშებრობის დონის მკვეთრ გაზრდას და სიღარიბის დონის მატებას ვარაუდობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმალობაში ლარი კატასტროფულად დაეცა. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1880 ლარი ღირს ევრო – 3.4230 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7583 ლარი.

ერთი დღით ადრე კი, ოფიციალური კურსით, ამერიკული დოლარი 3.1568 ლარი ღირდა, ევრო – 3.4109 ლარი, ფუნტი – 3.6376 ლარი.


21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და ის, აქამდე უცნობი კორონავირუსის შტამპით არის გამოწვეული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა

COVID 19 - რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ იხილეთ აქ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42